ფეხბურთი

13:53 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხესუს ნავასი “ქალაქელობას” გაიხანგრძლივებს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ხესუს ნავასი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც Daily Mail-ი იტყობინება, 31 წლის ესპანელი ინგლისური კლუბის დატოვებას აპირებდა, თუმცა, ახალი ხელშეკრულება მისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

ხესუს ნავასს “ქალაქელებთან” მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ხოლო ახალი ხელშეკრულების პირობები ჯერჯერობით უცნობია.

ხესუს ნავასი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ესპანური “სევილიადან” 2013-2014 წლების სეზონში გადავიდა და დღემდე 196 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112593