ფეხბურთი

10:00 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვისენტე კალდერონის" გედის სიმღერა: ვინ წავა კარდიფში?

„რეალი“ თუ „ატლეტიკო“? - ვინ იქნება უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის „იუვენტუსის“ მეტოქე. ამ კითხვას პასუხი დღეს საღამოს გაეცემა. იქამდე კი, მავანთა მიერ „სამეფო კლუბი“ აშკარა ფავორიტია და დამსახურებულადაც. სხვა თუ არაფერი, ზინედინ ზიდანის გუნდმა პირველი თამაში 3:0 მოიგო. აქამდე კი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე გუნდს არათუ სამი, არამედ ორბურთიანი ჩამორჩენაც კი აღმოეფხვრას.

მიუხედავად ამისა, დიეგო სიმეონე იხტიბარს არ იტეხს და თავისი შეგირდების შეგულიანებას სცდილობს. ვნახოთ, რამდენად გამოუვა „როხიბლანკოს“ სასწაული. ისე კი, გეტყვით, რომ დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკო“ ბოლოჯერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას. ლეგენდარულ არენასთან გამომშვიდობება კი თეთრ-წითლებს კარგ გუნებაზე ნამდვილად სურთ.

დღევანდელ შეხვედრას მასპინძლები სერიოზული დანაკლისის გარეშე ხვდებიან, ხოლო „რეალი“ გარეტ ბეილსა და დანი კარვახალს ვერ დაიხმარს. სხვა მხრივ, გუნდებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ.

დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი): „გვჯერა საკუთარი თავის და ჩვენი იარაღის - არ შეიცვლება სათამაშო სტილი, რადგან ვიცით, ჩვენი შესაძლებლობების. ფეხბურთელებს სრულად ვენდობი და მჯერა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. ვეცდებით თავი უკეთ დავიცვალ, ვიდრე ერთი კვირის წინ და შევქმნათ სახიფათო მომენტები. „რეალი“ კი, მსოფლიოში „ბარსელონასთან“ და „ბაიერნთან“ ერთად საუკეთესოა.

ჩვენთვის საპატიოა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყოფნა - ვეცდებით ჩვენი იარაღი გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ“.

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „ატლეტიკო“ შეეცდება თავის სტილში ითამაშოს, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება. ვითამაშებთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. ახლა სეზონის ფინიშზე ვართ, ახლოს ტიტულებთან, მაგრამ ცემს გუნდს მსგავსი სიტუაციები უყვარს. ახლა ყველა თამაში ფინალია და გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩია.

ჩვენ და ჩვენმა გულშემატკივრებმა იციან, რომ „რეალი“ დიდი გუნდია. ეს, ასეცაა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

მადრიდი, „ვისენტე კალდერონი“

10 მაისი, 22:45 საათი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი, კარასკო; გრიზმანი, გამეირო

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; ნაჩო, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ისკო, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ურთიერთშეხვედრები

„რეალი“ და „ატლეტიკო“ ევროთასებზე მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. წინა ოთხი შემთხვევიდან გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდი გამოდიოდა: „რეალი“.

პირველად მათი დაპირისპირება 1958-1959 წლების სეზონში შედგა. „სამეფო კლუბმა“ სახლში 2:1 მოიგო, ხოლო „ატლეტიკომ“ შინ 1:0 გაიმარჯვა კოლარის გოლით. ყველაფერი გადათამაშებაში გადაწყდა, სადაც უფრო ძლიერი „ბლანკოსი“ გამოდგა - 2:1.

1959 წლის 13 მაისს, „რომარედაზე“ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

რეალი“: დომინგესი, მიჩე, სანტამარია, ლესმერსი, რუისი, ზარაგა, მატეოსი, კოპა, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო

ატლეტიკო“: პაცოსი, რივლია, კალეხო, მენდიონდო, ჩიზო, კალეხა, მიგელი, აგუსტინი, ვავა, პეირო, კოლარი

55 წლის შემდეგ „ატლეტიკო“ და „რეალი“ ევროთასებზე ისევ წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე. ეს 2014 წელს მოხდა და იქედან მოყოლებული მეოთხე სეზონია მიჯრით ხვდებიან ერთმანეთს. 2014 წლის მაისში, ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შედგა. „ატლეტიკო“ დიეგო გოდინის 36-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა და ტიტულთან ძალიან ახლოსაც იყო. თუმცა, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე სერხიო რამოსმა გაათანაბრა. დამატებით დროში კი, დემორალიზებული „როხიბლანკო“ ვერაფერს გახდა - 1:4. გარეტ ბეილი (110 წუთი), მარსელო (118) და კრიშტიანუ რონალდუ (120, პენ).

„და ლუჟზე“ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

რეალი“: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, კოენტრაუ (მარსელო 59), ხედირა (ისკო 59), მოდრიჩი, დი მარია, ბეილი, ბენზემა (მორატა 79), რონალდუ

ატლეტიკო“: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუისი (ალდერვეიელდი 83), ტიაგო, კოკე, გაბი, რაულ გარსია (სოსა 66), ვილია, დიეგო კოშტა (ადრიანი 9)

2014-2015 წლების სეზონში კი, მეოთხედფინალში ისევ „რეალი“ გამოვიდა გამარჯვებული. „ვისენტე კალდერონზე“ გოლი არ გასულა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი ხავიერ ერნანდესის გოლმა გადაწყვიტა 88-ე წუთზე.

2015 წლის 22 აპრილს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

რეალი“: კასილიასი, ვარანი, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაუ (არბელოა 90), კარვახალი, კროოსი, ისკო (ილიარამენდი 90), ხამესი, ერნანდესი (ხესე 90), რონალდუ

ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამეს, ტიაგო (ხიმენესი 86), კოკე, საულ ნიგეზი (გაბი 46), გრიზმანი (რაულ გარსია 65), არდა თურანი, მანჯუკიჩი

შარშანდელ სეზონში ისევ ფინალური შეხვედრაში გადაიკვეთა მადრიდელთა გზები. სასწორმა ამჯერადაც „რეალის“ მხარეს გადასწონა - სერხიო რამოსის გოლს იანიკ ფერეირა კარასკომ უპასუხა. პენალტების სერიაში კი, ზინედი ზიდანის გუნდს უფრო მეტად გაუმართლა.

2016 წლის 28 მაისს, მილანში შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:

რეალი“: ნავასი, კარვახალი (დანილო 52), სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, კაზემირო, კროოსი (ისკო 72), მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა (ვასკესი 77), რონალდუ

ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი (ერნანდესი 109), გაბი, აუგუსტო ფერნანდესი (ფერეირა კარასკო 46), კოკე (პარტეი 116), საულ ნიგეზი, გრიზმანი, ტორესი

ევროტურნირების გარდა, „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ ერთმანეთში შიდა ჩემპიონატისა და თასის ეგიდით 204-ჯერ უთამაშიათ. 103 თამაში „რეალმა“ მოიგო, 51 „ატლეტიკომ“, ხოლო 50 მატჩში ფრე დაფიქსირდა.

მიმდინარე სეზონში 19 ნოემბერს, „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკომ“ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით 3:0 მოიგო, ხოლო 8 აპრილს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პეპემ და ანტუან გრიზმანმა გოლები გაცვალეს.

სტატისტიკა

ატლეტიკო

მადრიდის „ატლეტიკო“ ნახევარფინალში მეექვსედ გავიდა, ხოლო ბოლო ოთხ სეზონში ამის გაკეთება მესამედ შეძლო. აქამდე გამართული ხუთი ნახევარფინალიდან კი, „როხიბლანკო“ ფინალში სამჯერ გავიდა და ორჯერ დამარცხდა.

გთავაზობთ წინა ხუთი ნახევარფინალების შედეგებს:

1958-1959, „რეალი“ 1:2 (გადათამაშება) (1:2, 1:0)

1970-1971, „აიაქსი“ 1:3 (1:0, 0:3)

1973-1974, სელტიკი“ 2:0 (0:0, 2:0)

2013-2014, „ჩელსი“ 3:1 (0:0, 3:1)

2015-2016, „ბაიერნი“ 2:2 (1:0, 1:2 „ატლეტიკო“ ფინალში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა)

„ატლეტიკოს“ ნახევარფინალურ ეტაპზე საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია და გოლიც არ გაუშვია (4 მოგება, 1 ფრე). ერთადერთ ვერმოგებულ მატჩს რაც შეეხება, ეს 2014 წელს, „ჩელსისთან“ მატჩში მოხდა (0:0).

„ვისენტე კალდერონზე“ ბოლო 35 მატჩიდან (ევროთასებზე) „ატლეტიკოს“ 29 მოგებული აქვს. მიმდინარე სეზონში კი, ხუთიდან 4 თამაში მოიგო.

„რეალთან“ საპასუხო შეხვედრა ბოლო იქნება, რომელსაც „ვისენტე კალდერონი“ უმასპინძლებს.

ევროტურნირებზე „ატლეტიკო“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ შემდეგნაირად თამაშობს: 8 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება (სახლში: 6 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება. სტუმრად: 1 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება).

„ატლეტიკოს“ „რეალის“ გარდა ნახევარფინალში „ვალენსიას“ წინააღდმეგაც უთამაშია. 2011-2012 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე. მაშინ, მადრიდელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს: 4:2, 1:0.

უეფას ტურნირებზე პირველ შეხვედრაში სტუმრად წაგების მერე „ატლეტიკო“ გათამაშებას ცხრა შემთხვევაში გამოეთიშა. ერთადეთი გამონაკლისი 2008-2009 წლების სეზონში უეფას თასზე მოხდა, როდესაც „შალკეს“ აჯობა (0:1, 4:0).

„ატლეტიკო“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 4 წაგება

2015-2016 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „რეალი“ 3:5

2015-2016 - ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, პსვ 8:7

2014-2015 - ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, „ლევერკუზენი“ 3:2

2004 - ინტერტოტოს თასი, ფინალი, „ვილიარეალი“ 1:3

1989-1990 - უეფას თასი, პირველი ეტაპი, „ფიორენტინა“ 1:3

1974-1975 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, „დერბი ქაუნთი“ 6:7

რეალი

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა. მთლიანობაში კი, მეთორმეტედ ითამაშეს ამ ეტაპზე. ამით მან რეკორდი დაამყარა და აჯობა „ბარსელონას“ – 11 ნახევარფინალი.

თუ მხედველობაში ჩემპიონთა თასსაც მივიღებთ, მაშინ ეს „სამეფო კლუბისთვის“ 28-ე ნახევარფინალია. აქამდე ჩატარებული 27 ნახევარფინალიდან მადრიდელებმა ფინალის საგზური 14-ჯერ მოიპოვეს, ხოლო ცამეტჯერ დამარცხდნენ.

აქვე გთავაზობთ წინა 27 ნახევარფინალის შედეგებს:

1955-1956, „მილანი“ 5:4 (4:2, 1:2)

1956-1957, „მანჩესტერი“ 5:3 (3:1, 2:2)

1957-1958, „ვაშაში“ 4:2 (4:0, 0:2)

1958-1959, „ატლეტიკო“ 2:1 (გადათამაშებაში) (2:1, 0:1)

1959-1960, „ბარსელონა“ 6:2 (3:1, 3:1)

1961-1962, „სტანდარდი“ 6:0 (4:0, 2:0)

1963-1964, „ციურიხი“, 8:1 (2:1, 6:0)

1965-1966, „ინტერი“ 2:1 (1:0, 1:1)

1967-1968, „მანჩესტერი“ 3:4 (0:1, 3:3)

1972-1973, „აიაქსი“ 1:3 (1:2, 0:1)

1975-1976, „ბაიერნი“ 1:3 (1:1, 0:2)

1979-1980, „ჰამბურგი“ 3:5 (2:0, 1:5)

1980-1981, „ინტერი“ 2:1 (2:0, 0:1)

1986-1987, „ბაიერნი“ 2:4 (1:4, 1:0)

1987-1988, „ეინდჰოვენი“ 1:1 (1:1, 0:0 პსვ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ფინალში გავიდა).

1988-1989, „მილანი“ 1:6 (1:1, 0:5)

1997-1998, „დორტმუნდი“ 2:0 (2:0, 0:0)

1999-2000, „ბაიერნი“ 3:2 (2:0, 1:2)

2000-2001, „ბაიერნი“ 1:3 (0:1, 1:2)

2001-2002, „ბარსელონა“ 3:1 (2:0, 1:1)

2002-2003, „იუვენტუსი“ 3:4 (2:1, 1:3)

2010-2011, „ბარსელონა“ 1:3 (0:2, 1:1)

2011-2012, „ბაიერნი“ 1:3 პენალტების სერიაში (1:2, 2:1)

2012-2013, „დორტმუნდი“ 3:4 (1:4, 2:0)

2013-2014, „ბაიერნი“ 5:0 (1:0, 4:0)

2014-2015, „იუვენტუსი“ 2:3 (1:2, 1:1)

2015-2016, „მანჩესტერ სიტი“ 1:0 (0:0, 1:0)

რაც შეეხება გასვლით მატჩებს ამავე ეტაპზე: 5 მოგება, 6 ფრე, 16 წაგება. ბოლო შვიდი საგარეო ნახევარფინალური შეხვედრიდან კი, ერთადერთხელ შეძლო გამარჯვება (2 ფრე, 4 წაგება).

„რეალი“ მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია: 8 მოგება, 3 ფრე. პლეი-ოფის სტადიაზე კი, ყველა, ხუთივე შეხვედრა მოიგო.

ნახევარფინალში ჩატარებული ბოლო 7 საგარეო მატჩიდან „რეალმა“ ერთადერთი თამაში მოიგო (2 ფრე, 4 წაგება). მთლიანობაში კი, ამ ეტაპზე სტუმრად შემდეგნაირად თამაშობს: 5 მოგება, 6 ფრე, 16 წაგება.

შარშან, „ვოლფსბურგთან“ 0:2 წაგებული მატჩი იყო ერთადერთი, რომელიც „რეალმა“ წააგო ბოლო 11 საგარეო შეხვედრიდან გასვლაზე.

აქამდე, ევროტურნირებზე „რეალი“ ესპანურ გუნდებს 21-ჯერ დაუპირისპირდა. ბალანსი კი, ასეთია: 12 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება (სახლში 4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, სტუმრად 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება).

მეოთხე შემთხვევაა, როდესაც „რეალი“ ნახევარფინალში ესპანურ გუნდს ხვდება. ორჯერ „ბარსელონას“ შეხვდა, ერთხელ კი, „ატლეტიკოს“.

ევროტურნირებზე ესპანელებთან „სამეფო კლუბს“ შვიდი შეხვედრაა არ წაუგია. ბოლოს ასეთი რამ 2011 წელს, „ბარსელონასთან“ მატჩში მოხდა (0:2).

„რეალი“ პლეი-ოფში შემდეგ ეტაპზე 58 შემთხვევიდან 45-ჯერ გავიდა, როდესაც სახლში პირველი თამაში მოიგო. მათ შორის, ერთხელ მიმდინარე სეზონში - „ნაპოლის“ ჯერ სახლში მოუგო 3:1, შემდეგ სტუმრად.

„რეალი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება

2015-2016 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „ატლეტიკო“ 5:3

2011-2012 - ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, „ბაიერნი“ 1:3

1986-1987 - ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „იუვენტუსი“ 3:1

1974-1975 – ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი, „ცრვენა ზვეზდა“ 5:6

გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები

ზინედინ ზიდანს („იუვენტუსი“) და დიეგო სიმეონეს („ინტერი“, „ლაციო“ ერთმანეთის წინააღმდეგ რვაჯერ უთამაშიათ. 4 მოგება, 2 წაგება, 2 ფრე არგენტინელის სასარგებლოდ. სიმეონემ გაიტანა გამარჯვების გოლი 2000 წლის 1 აპრილს „იუვენტუსის“ კარში და იმავე სეზონში იტალიის თასზეც მოაგებინა „ლაციოს“.

„სევილიას“, „ატლეტიკოსა“ და „ლაციოს“ ფეხბურთელის რანგში სიმეონეს „რეალთან“ 11-ჯერ მოუწია დაპირისპირება და ცუდი ბალანსი აქვს (1 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება).

არგენტინელს მწვრთნელის რანგში „რეალთან“ ბოლო 13 მატჩიდან 2 აქვს წაგებული (ფინალური შეხვედრები, ორჯერვე ძირითად დროში ფრედ დასრულდა). მთლიანობაში კი ასეთი ბალანსი გააჩნია: 7 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება.

ფეხბურთელის რანგში ზინედინ ზიდანს „ატლეტიკოსთან“ არასდროს წაუგია (6 მოგება, 2 ფრე).

ხუანფრანი „რეალის“ აკადემიაში გაიზარდა და პირველ გუნდში 2003-2005 წლებში ევსი შეხვედრაც ჩაატარა.

ისკომ, ნაჩომ, დანი კარვახალმა და კოკემ მოიგეს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2013 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად.

სერხიო რამოსს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ წითელი ბარათი ორჯერ მიუღია. 2006 წლის 1 ოქტომბერს და 2009 წლის ნოემბერში.

კრიშტიანუ რონალდუს „ატლეტიკოს“ კარში 18 გოლი აქვს გატანილი 27 მატჩში.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

მარსელო, დანილო, კაზემირო და ფილიპე ლუისი (ბრაზილია)

კრიშტიანუ რონალდუ, პეპე და ტიაგო (პორტუგალია)

რაფაელ ვარანი, ქარიმ ბენზემა და ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

ხუანფრანი, საულ ნიგეზი, კოკე და ისკო, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, კასილია, ალვარო მორატა, მარკო ასენსიო, ლუკას ვასკესი (ესპანეთი)

სიმე ვრსალიკო და ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი (ხორვატია)

საულ ნიგეზი და მარკო ასენსიო (ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები)

ყოფილი თანაგუნდელები კლუბებში:

ქარიმ ბენზემა და ტიაგო („ლიონი“ 2005-2007)

ოლივერ ტორესი, კაზემირო და დანილო („პორტუ“ 2014-2015)

ხამეს როდრიგესი და იანიკ ფერეირა კარასკო („მონაკო“ 2013-2014)

ფაბიო კოენტრაუ და ნიკოლას გაიტანი („ბენფიკა“ 2010-2011)

ფაქტები

ატლეტიკო

ბოლო 40 წლის განმავლობაში „ატლეტიკოს“ „რეალის“ სამბურთიანი სხვაობით დამარცხება და თან ისე, რომ გოლი არ გაეშა, ერთადერთხელ მოახერხა - ორი წლის წინ, 4:0.

აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა ნახევარფინალში რომელიმე გუნდს არათუ სამი, არამედ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრა.

„როხიბლანკომ“ ბოლო 15 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაუშვა და ათ შეხვედრაში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

„ატლეტიკომ“ 2017 წელს ხუთი თამაში წააგო და აქედან ოთხი საკუთარ მოედანზე.

რეალი

ზინედინ ზიდანის გუნდი მოედანს 60 შეხვედრაა უგოლოდ არ ტოვებს. მთლიანობაში 165 გოლი. ყველაფერი „სიტისთან“ შარშანდელი ნახევარფინალით დაიწყო (0:0).

კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო სამ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლის გატანა შეძლო. ამასთან, იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე.

ხამეს როდრიგესმა უკანასკნელ 11 თამაშში ცხრა გოლი გაიტანა, ალვარო მორატამ კი, ოთხი მატჩში ოთხჯერ გაიტანა.

მიმდინარე სეზონში „რეალმა“ ერთ თამაშში სამი გოლი ოთხჯერ გაუშვა: სამი თამაში აქედან 3:3 დასრულდა, ხოლო „ბარსელონასთან“ 2:3 წააგო.

„რეალმა“ ბოლო 17 თამაშიდან მხოლოდ სამჯერ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

Loading...
სტატისტიკა
0.254019