ფეხბურთი

23:40 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” რიკარდო როდრიგესის შეძენას გეგმავს

იტალიური “მილანი” “ვოლფსბურგის” მარცხენა მცველის, 24 წლის რიკარდო როდრიგესის დამატებას გეგმავს. როგორც ცნობილია, კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს ფინანსურ საკითხზე, თუმცა შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.

გერმანული კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელში 22,5 მილიონ ევროს ითხოვს, “როსონერის” წარმომადგენლები კი თანხის შემცირებას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ როდრიგესით “ინტერი” და “ნაპოლიც” არიან დაინტერესებულნი.

რიკარდო როდრიგესმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

0.1139