ისტორია

10:30 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

7 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1939 - დაიბადა ჯემალ ცერცვაძე. ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი. თბილისის “ბურევესტნიკის” რიგებში 1962 და 1964 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1965, 1966, 1967 წლებში საკავშირო პირველობების ვერცხლის, ხოლო 1963-ში ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ზედიზედ ათჯერ (1962-71) გახდა საკავშირო პირველობების საუკეთესო ბომბარდირი. 13 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1964, 1967 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. 1964 და 1967 წლების მუნდიალებზე აღიარეს ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ. საკავშირო ნაკრების 78 მატჩში გაიტანა 276 გოლი. ჯემალ ცერცვაძემ 1980 წელს საბჭოთა კავშირში პირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზირებული სკოლა, რომელიც მის სახელს ატარებს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1898 - იტალიის საფეხბურთო ლიგაში პირველი მატჩი გაიმართა.

1945 - ბრენჩ რიკიმ შავკანიან ბეისბოლისტთა ასოციაცია ჩამოაყალიბა.

1951 - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საბჭოთა სპორტსმენებს 1952 წლის ჰელსინკის საზაფხულო თამაშებზე ასპარეზობის ნება დართო.

1972 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ნიუ იორკ ნიკზი” დაამარცხა და NBA-ს რიგით ოცდამეეექვსე ჩემპიონი გახდა.

1975 - UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში, მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” 42 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ენსხედეს “ტვენტესთან” 0:0 ითამაშა.

1980 - უეფას თასის ფინალის პირველ მატჩში მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” მაინის ფრანკფურთის “აინტრახტს” 3:2 სძლია. გამარჯვებულთაგან გოლები კულიკმა (2) და მათეუსმა გაიტანეს, “აინტრახტის” რიგებში თავი კარგერმა და ჰოლცენბაინმა გამოიჩინეს. “ბორუსია”: კნაიბი, ჰანესი, შაფერი, რინგელსი, მათეუსი, კულიკი, ნილსენი, დელ ჰაიე, ბოდეკერი, ნ. ნიკელი, ლინენი. “აინტრახტი”: პალი, პეცაი, ნოიბერგერი, კიორბელი, ერმანტრაუტი, ლორანტი, ჰოლცენბაინი (ნაჰტვაი), ბორჰერსი, ბ. ნიკელი, ჩა, კარგერი (ტრაპი). თამაშს 25 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1986 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ბუქარესტის “სტიაუამ” პენალტების სერიაში, 2:0 დაამარცხა (ძირითადი დრო 0:0 დასრულდა) “ბარსელონა” და საპატიო პრიზს დაეუფლა. პენალტები ლეკეტუშმა და ბალინტმა გაიტანეს. თამაში სევილიას “რამონ სანჩეს პასხუანის” სტადიონზე გაიმართა და მას 70 ათასი მაყურებელი დაესწრო. “სტიაუა”: დუკადამი, იოვანი, ბელოდედიჩი, ბუმბესკუ, ბალინტი, ბალანი (იორდანესკუ), მაჯარი, ლეკეტუში, პიცურკა, რადუ. “ბარსელონა”: ურუტია, ხერარდი, მიგელი, ალესანკო, ხულიო ალბერტო, ვიქტორი, მარკოსი, შუსტერი (მორატალია), პედრასა, არჩიბალდი (პიჩი ალონსო), კარასკო.

1988 - UEFA-ს თასის გათამაშების პირველ ფინალურ მატჩში, ბარსელონას “ესპანიოლმა” ლევერკუზენის “ბაიერი” 3:0 დაამარცხა. გოლები ლოსადამ (2) და სოლერმა გაიტანეს. “ვალტერ სარიას” სტადიონზე თამაშს 42 ათასი მაყურებელი დაესწრო. “ესპანიოლი”: ნკონო, ჟობი, მიგელ ანხელი, გალერტი, სოლერი, ორეხუელა (გოლობარტი), ურკიაგა, ინიაკი, ვალვერდე, პიჩი ალონსო (ლაურიდსენი), ლოსადა.

1989 - “ფორმულა-1”-ის მონტე კარლოს გრან-პრი აირტონ სენამ (“მაკლარენი”) მოიგო.

1994 - ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალისა” და “ბარსელონას” მატჩს 106 500 მაყურებელი დაესწრო. ეს შესაძლებელი სტადიონის ზემო იარუსზე ახალი სექტორების გახსნის შედეგად გახდა. მატჩზე მისულ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის სამწუხაროდ ვისენტე დელ ბოსკეს “რეალი” იოჰან კრუიფის “ბარსელონამ” 1:0 დაამარცხა.

1994 - მექსიკელმა მძლეოსანმა ბერნარდო სეგურამ 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა – საათი, 17 წუთი, 25.6 წამი.

1997 - UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში, გელზენკირხენის “შალკემ” “პარკშტადიონზე” 56 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მილანის “ინტერს” 1:0 მოუგო. გოლი ვილმოტსმა გაიტანა. “შალკე”: ლემანი, ტონი, დე კოკი, ლინკე, აიგენრაუხი, ნემეცი, მიოლერი, ანდერბრიუგე, ბუსკენი (მაქსი), ლატალი, ვილმოტსი. “ინტერი”: პალიუკა, ბერგომი, პაგანინი, გალანტე, პასტონე, ძანეტი, ფრეზი (ბრეტი), სფორცა, ვინტერი, სამორანო, განცი.

2002 - “ფორმულა-1”-ის მონტელეს (ესპანეთი) გრან-პრი მიკა ჰაკინენმა (“მაკლარენი”) მოიგო.

2008 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ტორონტო მეიფლ ლივზმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პოლ მორისი დაითხოვა.

2009 - სერბიაში ჩოგბურთელ ელენა დოკიჩის მამა დააპატიმრეს, რომელიც ქვეყანაში ავსტრალიის ელჩზე ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ამხილეს.

2011 - იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “მილანი” “რომას” 0:0 დაუზავდა და 2004 წლის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. “როსონერი” 18-ედ გახდა იტალიის უძლიერესი გუნდი.

2012 - ფეხბურთ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1:1 ითამაშასაფრანგეთისნაკრებთან. საქართველოს ნაკრებს გიორგი დევდარიანი წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1893 - ხოსე ვანსინო. ურუგვაის ნაკრებისა და მონტევიდეოს “ნასიონალის” ლეგენდარული მცველი. სამხრეთ ამერიკის სამგზის ჩემპიონი. ურუგვაის ცხრაგზის ჩემპიონი.

1897 - კიტი მაკეინი. ჩოგბურთში 1920 და 1924 წლების ოლიმპიადებზე ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში 2-2 ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოგებული.

1938 - ჯონი კოლდუელი. ირლანდიელი მოკრივე. მჩატე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1936 - მონფერონი გრიფა. 1959-69 წლებში მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი მცველი. 1962 წელს მოიპოვა თასების თასი. ესპანეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის სამგზის მფლობელი. “ატლეტიკოს” შემადგენლობაში ჩაატარა 203 მატჩი, გაიტანა 6 გოლი.

1939 - ჯემალ ცერცვაძე. ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი. თბილისისბურევესტნიკისრიგებში 1962 და 1964 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1965, 1966, 1967 წლებშისაკავშიროპირველობების ვერცხლის, ხოლო 1963-ში ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ზედიზედათჯერ (1962-71) გახდა საკავშირო პირველობების საუკეთესო ბომბარდირი. 13 სეზონის განმავლობაშიგამოდიოდა საბჭოთაკავშირის ნაკრებში. 1964, 1967 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებისმონაწილე. 1964 და 1967 წლებისმუნდიალებზე აღიარეს ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ.საკავშირო ნაკრების 78 მატჩში გაიტანა 276 გოლი. ჯემალ ცერცვაძემ 1980 წელს საბჭოთა კავშირშიპირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვებისხელბურთის სპეციალიზირებული სკოლა, რომელიც მისსახელს ატარებს.

1965 - ნორმან უაითსაიდი. ჩრდილოეთ ირლანდიის, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ევერტონის” ნახევარმცველი და ფორვარდი. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურტელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზა (ესპანეთის 1982 წლის მუნდიალი). ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების 38 მატჩში გაიტანა 9 გოლი. 1983 და 1985 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ინგლისელტა უპირველეს დივიზიონში ჩაატარა 235 მატჩი, გაიტანა 56 გოლი.

1965 - ჰენრიკ ანდერსენი. დანიის ნაკრებისა და ბრიუსელის “ანდერლეხტის” მცველი. 1992 წლის ევროპის ჩემპიონი. 1983 წელს მოიპოვა უეფას თასი. ბელგიის სამგზის ჩემპიონი. ორ-ორჯერ ფლობდა ბელგიის თასსა და სუპერთასს.

1969 - კატერინა მალეევა. ბულგარელი ჩოგბურთელი (მაგდალენა მალეევას და). 1984 წელს მოიგო აშშ-ს ღია პირველობა (იუნიორთა შორის).

1971 - სტეფანო ტორიზი. “ბოლონიას”, “პარმას”, “რეჯინას” ფეხბურთელი. იტალიის ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი.

1976 - კელვინ ბუტი. “დალას მავერიკსის” მძიმე ფორვარდი-ცენტრი (211 სმ).

1977 - მარკო მილიჩი. სლოვენიის ეროვნული ნაკრებისა და “ფინიკს სანზის” გამთამაშებელი-მსროლელი (198 სმ).

1978 - ფრანჩესკო მონტრევინო. “ანკონასა” და “ნაპოლის” ფეხბურთელი (ნახევარმცველი). “ნაპოლის” კაპიტანი.

1980 - გრანტ ჰაკეტი. ავსტრალიელი მოცურავე. 400 მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონობა.

1980 - კიმ ნამ სუნი. კორეელი მშვილდოსანი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113507