ჭიდაობა

23:10 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე ბრინჯაოს ფინიში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით ჩაამთავრა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (61 კგ) ოქროს და ზურაბ იაკობაშვილისა (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძის (97 კგ) ბრინჯაოებს დღეს კიდევ ერთი ბრინჯაო გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მიამატა.

ნაკრების უმძიმესი წევრი სერბეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და უმთავრეს კონკურენტებს საწყის ეტაპზევე დაუპირისპირდა.

პირველ წრეში პეტრიაშვილს მეტოქედ რუსეთის ნაკრების წევრი ალან ხუგაევი ერგო. პირველი პერიოდი ქართველმა მძიმეწონოსანმა 2:0 მოიგო. 1 ქულა მეტოქის ლეიბიდან გაყვანით აიღო. ერთიც – ხუგაევის გაფრთხილებით. მეორე სამწუთეულში მოჭიდავეებმა თითო ორქულიანი გაცვალეს. გენომ აქტივს მეტოქის გაფრთხილებით მიღებული ერთი ქულაც მიამატა და 5:2 იმარჯვა.

მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 4-გზის ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდა. შარშანდელი ევროპირველობისგან განსხვავებით, ამჯერად ოქროსთვის ბრძოლა თურქმა მძიმეწონოსანმა გააგრძელა.

პირველ პერიოდში გენო პეტრიაშვილმა მეტოქეს სამჯერ მისცა ფეხში შესვლით ორი ქულის აღების საშუალება. თავად კი ეს მხოლოდ ერთხელ შეძლო და 2:6 წააგო. მეორე სამწუთეულში ტაჰა აკგულს 69 წამი ეყო ათქულიან უპირატესობამდე ასასვლელად და შეხვედრის ვადაზე ადრე მოსაგებად (14:4).

აკგული ვერც ნახევარფინალში შეაჩერეს და პეტრიაშვილს ბრინჯაოს გზა გაეხსნა. რეპეშაჟის ნახევარფინალში მან უკრაინელ დანილო კარტავის 6:2 სძლია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ევროპის 2-გზის პრიზიორს - უნგრელ დანიელ ლიგეტის დაუპირისპირდა და ორივე პერიოდში 2-2 ქულა აუღო, თავად კი ქულაც არ დაუკარგავს (4:0).

მძიმე წონაში პოდიუმის მესამე საფეხურზე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ლევან ბერიანიძეც ავიდა, ოღონდ სომხეთის სახელით.

დღესვე, სამეულები 70 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც შეივსო. გენო პეტრიაშვილის მსგავსად, წილისყრისას არც დავით ტლაშაძეს გაუმართლა. შარშანდელი ევროპირველობის ქართველი ფინალისტი პირველსავე წრეში თურქ იაკუპ გორს გადაეყარა და დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა.

შაბათ-კვირას ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან. ხვალ არენა 59, 66, 98 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებს დაეთმობათ და საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ლერი აბულაძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ), კოკა კირცხალია (98 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ჩაებმებიან. გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), გელა ბოლქვაძე (75 კგ), ზურა დათუნაშვილი (80 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) კი ევროპულ ხალიჩაზე ზეგ გავლენ.

ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ნოვი სადი. სერბეთი

2-5 მაისი

თავისუფალი

57 კგ

1 გიორგი ედიშერაშვილი (აზერბაიჯანი)

2 ანდრეი დუკოვი (რუმინეთი)

3 ზაურ უგუევი (რუსეთი)

3 სულეიმან ატლი (თურქეთი)

61 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2 ახმედ ჩაკაევი (რუსეთი)

3 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა)

3 ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი)

65 კგ

1 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

2 ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი)

3 ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო)

3 დავიდ ჰაბატი (სლოვენია)

70 კგ

1 ფრენკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

2 მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)

3 რუსლან დიბირგაჯიევი (აზერბაიჯანი)

3 ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

74 კგ

1 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

2 მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)

3 ახმედ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი)

3 გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)

86 კგ

1 დაურენ კურუგლიევი (რუსეთი)

2 ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)

3 სელიმ იაშარი (თურქეთი)

3 იშტვან ვერები (უნგრეთი)

5 დათო მარსაგიშვილი (საქართველო)

97 კგ

1 რიზა ილდირიმი (თურქეთი)

2 ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

3 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

3 ალექსანდრ ხუშტინი (ბელარუსი)

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

3 ლევან ბერიანიძე (სომხეთი)

ქალები

48 კგ

1 მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი)

2 ილონა სემკოვი (უკრაინა)

3 ფრედრიკა იდა პეტერსონი (შვედეთი)

3 ემილია ალინა ვუჩი (რუმინეთი)

53 კგ

1 ვანესა კალაძინსკაია (ბელარუსი)

2 ნატალია მალიშევა (რუსეთი)

3 მარია პრევოლარაკი (საბერძნეთი)

3 ნინა ჰემერი (Gერმანია)

55 კგ

1 ბილიანა ჟივკოვა დუდოვა (ბულგარეთი)

2 კატერინა ჰანჩარ იანუშკევიჩი (ბელარუსი)

3 მატილდე ჰელენ რივიერი (საფრანგეთი)

3 ალიონა კოლესნიკი (აზერბაიჯანი)

58 კგ

1 გრეის ჯაკობ ბულენი (ნორვეგია)

2 მარიანა ჩერდივარა ესანუ (მოლდოვა)

3 ლაურა მერტენსი (გერმანია)

3 ემეს ბარკა (უნგრეთი)

60 კგ

1 ლუბოვ ოვჩაროვა (რუსეთი)

2 ანასტასია გრიგორიევა (ლატვია)

3 მალინ ჯოანა მატსონი (შვედეთი)

3 ტატიანა ომელჩენკო (აზერბაიჯანი)

63 კგ

1 მონიკა ევა მიხალიკი (პოლონეთი)

2 ტაიბე მუსტაფა იუსეინი (ბულგარეთი)

3 სარა და კოლი (იტალია)

3 იულია ტკაჩ ოსტაპჩუკი (უკრაინა)

69 კგ

1 ანასტასია ბრატჩიკოვა (რუსეთი)

2 მარია მამაშუკი (ბელარუსი)

3 კუმბა სელენ ფანტა ლარო (საფრანგეთი)

3 ალა ჩერკასოვა (უკრაინა)

75 კგ

1 იასემინ ადარი (თურქეთი)

2 ჟანეტ ნემეტი (უნგრეთი)

3 ეპ მაე (ესტონეთი)

3 სვეტლანა საენკო (მოლდოვა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111629