ფეხბურთი

15:44 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

40 მილიონი ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის მომსახურე პერსონალს პრემიის სახით 40 მილიონ ევროს დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

როგორც გამოცემა AS-ი იტყობინება, ამ თანხიდან 36 მილიონი ძირითადი გუნდის მოთამაშეებზე განაწილდება, 2 მილიონს “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიღებს, დარჩენილი 2 მილიონი კი სარეზერვო გუნდის მოთამაშეებსა და კლუბის მომსახურე პერსონალს ერგება.

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში თანაქალაქელი “ატლეტიკო” დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალთან ერთი ნაბიჯი აშორებს, ხოლო ლა ლიგაში ზიდანის გუნდი 81 ქულით “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობს, თუმცა მადრიდელებს კატალონიელებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117384