ფეხბურთი

21:40 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: “რონალდუ მანქანაა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა “რეალი”-“ატლეტიკოს” მატჩის (3:0) შესახებ საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორს გაუსვა ხაზი და ყოფილი თანაგუნდელი მანქანას შეადარა.

“რონალდუ მანქანაა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. ის გუნდისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. კრიშტიანუს ძალიან დიდი ტალანტი აქვს და ასევე ფოლადის ნერვები გააჩნია. ის ყოველ კვირა რეკორდებს ამყარებს”- განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ “ატლეტიკოსთან” მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სტატისტიკა
0.408339