ჩოგბურთი

19:30 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი სტამბოლის ტურნირს გამოეთიშა (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სტამბოლის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. მსოფლიოს რეიტინგის 61-ე ადგილზე მყოფმა ნიკამ რუს კარენ ხაჩანოვთან გაიბრძოლა, თუმცა კარგ ფორმაში მყოფ მეტოქესთან გამარჯვებას ვერ მიაღწია - 3:6, 7:6, 1:6.

ხაჩანოვმა პირველი სეტის მეშვიდე გეიმზე ბრეიკი შეასრულა, თუმცა უკუბრეიკი მიიღო და ქართველს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა. მიუხედავად ამისა, ბასილაშვილი კვლავ დაბრეიკდა და საბოლოოდ 3:6 წააგო. მეორე სეტში ნიკა თავიდან 3:0 დაწინაურდა, მერე სიტუაცია გაირთულა, რადგან საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა საბოლოოდ იღბალი მის მხარეს აღმოჩნდა. გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზს არაფერი გამოუვიდა, მეტოქემ ბრეიკის შანსიც კი არ მისცა და საბოლოოდ რუსმა იოლად 6:1 იმარჯვა.

ხაჩანოვი წინა კვირაში ბარსელონას ტურნირზე კარგი გამოსვლის შემდეგ, რეიტინგში 14 ადგილით დაწინაურდა, 42-ე ადგილზეა და კარიერის ყველაზე მაღალი შედეგი აქვს. ურთიერთშეხვედრებში კარენმა ანგარიში 2:2 გახადა.

0.149721