ფეხბურთი

14:06 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძემ გულშემატკივრებთან იჩხუბა

ლევან მჭედლიძის თავს გაუგებრობაა - "ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა კლუბის ქომაგებთან იჩხუბა. Empolichannel-ის ინფორმაციით, "ემპოლისა" და "სასუოლოს" შეხვედრის შემდეგ მჭედლიძე მანქანით მოძრაობდა, რა დროსაც ქუჩაში გულშემატკივრების ჩხუბს შეესწრო, სადაც ტოსკანური გუნდის მიმართ არცთუ თბილი დამოკიდებულება ისმოდა, რადგან გუნდის წარუმატებელ შედეგებს აპროტესტებდნენ. ქართველი მანქანიდან გადმოვიდა, სიტუაციაში გასარკვევად, მაგრამ შემდგომ ჩხუბში ჩართვაც მოუწია.

როგორც გამოცემა წერს, ერთი-ორი ჩვენებურ ფორვარდსაც მოხვდა და შესაბამისად, თავის დაცვა მოუწია. საბოლოოდ სიტუაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოლიციის გამოჩენის შემდეგ ჩაწყნარდა.

ჯერჯერობით, "ემპოლის" აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. აქვე გეტყვით, რომ "სასუოლომ" თამაში 3:1 მოიგო, ხოლო 27 წლის ქართველ თავდამსხმელს ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არაფერი მომხდარა და მას დარტყმა არავისგან მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115066