ფეხბურთი

10:15 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიეცით ხმა ლევანს - მჭედლიძე "ემპოლის" წლის ფეხბურთელის ნომინაციაში

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე იტალიურ „ემპოლიში“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია - Premio LEONE D’ARGENTO („ვერცხლის ლომის ჯილდო“) - აღნიშნულ ტიტულს იღებს 2003 წლიდან მოყოლებული „ემპოლის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ლევანის გარდა ზემოხსენებული წოდების მოპოვებისთვის კიდევ ოთხი მოთამაშე იბრძვის: დანიელე კროჩე, ომარ ელ კადური, ვინსენ ლაურინი და ლუკაშ სკორუპსკი. გამარჯვებულის ვინაობა 1 მაისს გახდება ცნობილი, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი გამოკითხვის შედეგად ვლინდება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მოცემულ ბმულზე - http://www.premioleonedargento.it/votazioni/ საგულისხმოა, რომ ხმის მიცემა 24 საათში ერთხელაა შესაძლებელი.

როგორ მივცეთ ხმა მჭედლიძეს? - მარტივია: გადავდივართ ზემოთ მოცემულ ბმულზე, ვნიშნავთ ლევან მჭედლლიძეს და ვაწვებით ღილაკს - VOTA. თუ ასე ვიმოქმედებთ, თქვენი ხმა დაფიქსირდება.

აქვე გეტყვით, რომ ლევანს ამ სეზონში 15-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. მან დუბლი გაიფორმა „კალიარისთან“, ხოლო თითოჯერ „ატალანტას“, „უდინეზეს“, „კროტონესა“ და „მილანის“ კარი დალაშქრა. საგულისხმოა, რომ მჭედლიძე ტოსკანელთა საუკეთესო ბომბარდირია.

ამასთან, ჩამოგითვლით „ვერცხლის ლომის“ მფლობელებსაც:

2003 წელი - ტომაზო როკი, 2004 წელი - ხორხე ვარგასი, 2005 წელი - ანტონიო ბუშე, 2006 წელი - სერხიო ალმირონი, 2007 წელი - ფრანჩესკო პრატალი, 2008 წელი - სებასტიან ჯოვინკო, 2009 წელი - დანიელე კორვია, 2010 წელი - იგლი ვანუკი, 2011 წელი - მირკო ვალდიფიორი, 2012 წელი - ლორენცო სტოვინი, 2013 წელი - მასიმო მაკარონე, 2014 წელი - დანიელე რუგანი, 2015 წელი - მაურიციო სარი, 2016 წელი - რიკარდო საპონარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112468