ფეხბურთი

20:50 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის 4 ფეხბურთელი იბრძოლებს

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანებამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის კანდიდატები დაასახელა. საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ედინსონა კავანი (პსჟ), მარკო ვერატი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი") და ბერნარდუ სილვა ("მონაკო") იბრძოლებენ.

2016/17 წლების სეზონში პარიზული გრანდის თავდამსხმელმა ჩემპიონატში 32 მატჩში 31 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა იტალიელმა 25 შეხვედრაში თავი 2 გოლით და 4 გადაცემით გამოიჩინა. "მონაკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სილვამ გულშემატკივრები 6 გოლით გაახარა და თანაგუნდელებს 8-ჯერ გაატანინა, ხოლო "ლიონის" შემტევმა 27 დაპირისპირებაში 24 გოლი გაიტანა.

0.111823