ფეხბურთი

3:00 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერებმა გაისეირნეს, მასკერანომ “ბარსელონას” მაისურით პირველად გაიტანა

ლა ლიგის 34-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ორივე ლიდერმა დიდი ანგარიშით იმარჯვა და კვლავ თანაბარი ქულები დარჩათ, მაგრამ “რეალს” ერთი შეხვედრა კვლავ თადარიგში აქვს.

პირველმა “ბარსელონამ” ითამაშა. კატალონიელები ბოლო ადგილოსან “ოსასუნას” დაუხვდნენ, დიდი ანგარით დაამარცხეს და ლა ლიგა 2-ის საგზური, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ოფიციალურად გაუნაღდეს. “ბლაუგრანამ” პირველი ნახევარი ლიონელ მესის და ანდრე გომეშის გოლებით მოიგო. 48-ე წუთზე რობერტო ტორესმა ლამაზი ჯარიმით სხვაობა შეამცირა, რამაც მასპინძლები გააბრაზა და დარჩენილ დროში ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს. 57-ე წუთზე გომეშმა, ხოლო 61-ე წუთზე მესიმ დუბლები გაიფორმეს. 64-ე წუთზე უკვე პაკო ალკასერის ჯერი დადგა, ხოლო 67-ე წუთზე მოხდა ის, რასაც “ბარსელონას” გულშემატკივრები 7 წელი ელოდნენ: ხავიერ მასკერანომ პენალტი ზუსტად შეასრულა და “ბლაუგრანას” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. არგენტინელს სადებიუტო გოლის გასატანად 319 შეხვედრა დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ მასკერანოს გოლი “ბარსელონასთვის” მიმდინარე ლა ლიგაში მეასე გოლი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში კი პაკო ალკასერმა მეორეც გაიტანა და კატალონიური გრანდის რიგებში დუბლი პირველად შეასრულა – 7:1.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “რეალი” გასვლაზე “დეპორტივოს” დაუპირისპირდა და 3 ქულა იოლად მოიპოვა. ზინედინ ზიდანმა რამდენიმე მოთამაშის დასვენება გადაწყვიტა და “ბლანკოსმა” ნავასის, კროოსის, მოდრიჩის, რონალდუს და ბენზემას გარეშე ითამაშა. გარდა ამისა, რამოსი დისკვალიფიკაციის გამო არ იყო, ხოლო პეპე და ბეილი ტრავმირებულნი არიან. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, “ბლანკოსს” ძალიან იოლი გასეირნება გამოუვიდა. მადრიდელები პირველივე წუთზე ალვარო მორატამ დააწინაურა, მე-14 წუთზე კი ხამესმა სხვაობა გაზარდა და ცხადი გახდა, რომ გალისიელებს კარგი დღე არ დაადგებოდათ. ოც წუთში ფლორინ ანდონემ ანგარიში შეამცირა, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე ლუკას ვაზკესმა ახლო მანძილიდან ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.

მეორე ნახევარიც იგივე სცენარით წარიმართა და მადრიდელებმა დასკვნითი 45 წუთით 3:1 მოიგეს. 66-ე წუთზე ხამესს ცარიელ კარში მორატამ გაატანინა, ათიოდე წუთში კი თავისი გოლი ისკომაც შეაგდო, რომელმაც ეს მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა. 84-ე წუთზე ხოსელუმ ყოფილ გუნდს თავური დარტყმით გაუტანა, ხოლო სამ წუთში შეცვლაზე შემოსულმა კასემირომ შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:6.

“ვალენსია” საკუთარ მოედანზე “სოსიედადს” დაუხვდა და 65-ე წუთისთვის 0:3-ს აგებდა, თუმცა 68-ე წუთზე ნანიმ პენალტი შეასრულა ზუსტად, ოთხ წუთში კი სიმონე ძაძამ ახლოდან შეაგდო და მასპინძლები თამაშში დაბრუნდნენ. დარჩენილმა დრომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და “ღამურებს” ნამდვილად შეეძლოთ კიდევ ერთი ბურთის გატანა, მაგრამ ძაძამ და სანტოსმა რეალური შანსები ვერ გამოიყენეს – 2:3.

“ლეგანესმა” შინ “ლას პალმასი” მიიღო, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ლა ლიგაში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, კასტილიური კლუბი მე-18 ადგილოსან “ხიხონს” 6 ქულით უსწრებს.

ბარსელონა – ოსასუნა 7:1 (2:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, დინიე, პიკე, მასკერანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, დ.სუარესი, გომეში, მესი (ალენია 63), თურანი, ალკასერი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ოსასუნა (4-4-2): სირიგუ, ოიერი, მონდრაგონი, რედრადო, ფუენტესი, ფაუსტო, მერიდა (კაუსიჩი 79), რ.ტორესი, დე ლას კუევასი, ს.ლეონი (კოდრო 73), რომერო (ოლავიდე 72).
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 1:0, 4:1 მესი (12; 61), 2:0, 3:1 გომეში (30; 57), 5:1, 7:1 ალკასერი (64; 86), 6:1 მასკერანო (67 პენ.)
მსაჯი: მუნუერა მონტერო

ლეგანესი – ლას პალმასი 3:0 (0:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-4-2): ერერინი, სიოვასი, მანტოვანი, ტიტო, დ.რიკო (ბუსტინზა 88), რ.პერესი, ტიმორი, გაბრიელი (ბუენო 64), სამუელი, გერერო (ელ ჟარი 69), ლუსიანო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ბიგასი, ლემოსი, სიმონი, ლოპეში, მონტორო (კასტელიანო 69), ერნანი (მესა 77), ხესე, მომო, ტანაუსუ, ეხპოსიტო (ჰალილოვიჩი 77).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0, 3:0 ლუსიანო (55; 61 პენ.), 2:0 გერერო (59)
გაფრთხილებები: ტიმორი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ვალენსია – სოსიედადი 2:3 (0:2)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, სანტოსი, გარაი, მონტოია, სიკეირა (ლატორე 46), ე.პერესი, სოლერი, ორელიანა, ელ ჰადადი (კანსელო 62), ნანი (მინა 69), ძაძა.
მწვრთნელი: ვორო

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი (ელუსტონდო 46), ოდრიოზოლა, ბერჩიჩი, ილარამენდი, პრიეტო, ზურუტუზა, ხუანმი, კანალესი (გრანერო 75), ვილიან ჟოზე (ოიარზაბალი 52).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 ალვეში (1 ს.კ.), 0:2 ვილიან ჟოზე (30 პენ.), 0:3 ოიარზაბალი (65), 1:3 ნანი (68 პენ.), 2:3 ძაძა (72)
გაფრთხილებები: სიკეირა, გარაი, ძაძა, კანსელო – ხუანმი, ი.მარტინესი, ვილიან ჟოზე
მსაჯი: დელ სერო გრანდე

დეპორტივო – რეალი 2:6 (1:3)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი (ტიტონი 46), სიდნეი, არიბასი, ლუისინიო, ხუანფრანი, გილერმე, ბერგენტინოსი, კაკუტა (ფ.ნავარო 46), ჩოლაკი, ხილი (ხოსელუ 57), ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

რეალი (4-3-3): კასილია, ვარანი (ტეხერო 88), ნაჩო, მარსელო, დანილო, კოვაჩიჩი, ისკო (კასემირო 79), ხამესი, ასენსიო (მ.დიასი 79), ლ.ვაზკესი, მორატა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 მორატა (1), 0:2, 1:4 ხამესი (13; 66), 1:2 ანდონე (35), 1:3 ლ.ვაზკესი (44), 1:5 ისკო (77), 2:5 ხოსელუ (84), 2:6 კასემირო (87)
გაფრთხილებები: არიბასი, ხოსელუ, ჩოლაკი – ისკო
მსაჯი: მარტინეს სანჩესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122077