ფეხბურთი

15:04 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისს" აბურჯანიას დაბრუნება სურს

გიორგი აბურჯანიაზე ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. მეტიც, ეს თითქმის გადაწყვეტილია, რადგან "სევილია ბ"-ში ქართველ ნახევარმცველს პრაქტიკა მოაკლდა: 3 აპრილის მერე არ უთამაშია და როგორც შევიტყვეთ, მიზეზი მწვრთნელთან უთანხმოება ყოფილა.

ამასობაში, გაჩნდა ინფორმაცია, რომ კვიპროსულ "ანორთოსისს" სურს გიორგი აბურჯანიას იჯარით დამატება. გიორგი წელიწადნახევრის განმავლობაში თამაშობდა "ანორთოსისში" და საკმაოდ კარგადაც, იქიდან ესპანურ "ხიმნასტიკში" გადავიდა და ექვს თვეში უკვე სევილიელებმა იყიდეს, თუმცა ანდალუსიაში ჯერ ვეღარ აეწყო საქმე.

22 წლის აბურჯანიას ამ სეზონში "სევილია ბ"-ის მაისურით 12 მატჩი აქვს ჩატარებული. დიდი ალბათობით, სევილიელები ამ ზაფხულს გაანათხოვრებენ, მაგრამ სად, ჯერ გადაწყვეტილი არაა. ერთ-ერთი ვარიანტი "ანორთოსისია".

0.113117