ფეხბურთი

15:25 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია - სავარაუდო იჯარა ზაფხულში

გიორგი აბურჯანიას, ფაქტობრივად, მთლიანად ჩაუვარდა ეს სეზონი. როგორც იცით, შარშან ზაფხულს "ხიმნასტიკიდან" გადავიდა "სევილიაში" და როგორც მოსალოდნელი იყო, "სევილია ბ"-ში დააწყებინეს თამაშიც და ვარჯიშიც. "სევილია ბ", გეცოდინებათ, სეგუნდა დივიზიონში გამოდის.

გიორგიმ ბოლოს 3 აპრილს ითამაშა და მთლიანობაშიც, 12 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 10-ჯერ შეცვლაზე შევიდა. რა არის ამის მიზეზი? ადრე ტრავმა იყო, ამჟამად კი მწვრთნელ დიეგო მარტინესთან უთანხმოებაა.

აბურჯანია ჯანმრთელადაა და ზოგჯერ პირველ გუნდშიც უწევს ვარჯიში - ეს "სევილია ბ"-ის თამაშის დღეს, ან მეორე დღეს.

დიდი ალბათობით, ქართველ ნახევარმცველს ზაფხულში გაანათხოვრებენ. თავადაც სურს, რომ სხვაგან გადავიდეს და ხშირი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

0.116061