ფეხბურთი

15:50 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალაბამ შესაძლოა "დორტმუნდთან" ვერ ითამაშოს

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა დავიდ ალაბამ "მაინცთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მარცხენა ფეხზე დაზიანება მიიღო და შესაძლოა "დორტმუნდთან" გერმანიის თასის ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

როგორც კარლო ანჩელოტმა განაცხადა, ავსტრიელის დაზიანება სერიოზული არაა. თასის ნახევარფინალი "ბორუსიასა" და მიუნხენურ გუნდს შორის 26 აპრილს გაიმართება. მეორე ფინალისტის ვინაობას კი "გლადბახის" და "აინტრახტის" დაპირისპირებაში გაირკვევა.

სტატისტიკა
0.262727