ფეხბურთი

3:10 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: "ბრემენელი მუსიკოსების" ფურორი (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნმა” როგორც ჩანს, სეზონი უკვე დაასრულა. ყოველშემთხვევაში, “რეკორდმაისტერი” ბუნდესლიგის ამარაა დარჩენილი, სადაც ყველაფერი გარკვეულია. ამიტომაც, მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე “მაინცს” ვერ მოუგეს, თუმცა შედეგი მაინც მოულოდნელი იყო.

მეტიც, “ბაიერნი” ახლოს იყო საკუთარ მოედანზე მარცხთან, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ტიაგო ალკანტარას გოლმა ქულა გადაარჩინა. სხვათა შორის, ამ მატჩში ანგარიში ბოიან კრკიჩმა გახსნა, რომელიც გახდა ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი, რომელსაც ტოპ 4 ჩემპიონატებში (გერმანია, ესპანეთი, იტალია, ინგლისი) გოლი გაუტანია. ბოიანისა და ალკნატარას გოლებს შორის კი, არიენ რობენისა ბროსინსკის გოლებიც იყო. საბოლოოდ, უხვგოლიანი ფრე – 2:2. “ბაიერნმა” “ლაიპციგთან” უპირატესობა ერთი ქულით გაზარდა, თუმცა რალფ ჰასენჰუტლის გუნდს მა ტურის მატჩი სათამაშო აქვს.

მთელი პირველი წრე გავარდნის რეალური კანდიდატი იყო “ვერდერი” – “მუსიკოსებმა” მეორე წრეც კატასტროფულად დაიწყეს და მიჯრით ოთხი მატჩი დათმეს. მაშინ, ბევრი თვლიდა, რომ ალექსანდრ ნურის გუნდი განწირული გახლდათ, მაგრამ აგერ, სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, “ვერდერი” ევროპა ლიგის ზონაშია! “ბრემენელ მუსიკოსებს” 11 თებერვლის შემდეგ აღარ წაუგიათ. ხსენებულმა პერიოდმა კი, 10 მატჩი, 8 მოგება, 2 ფრე და 26 ქულა დაიტია. 30-ე ტურში “ვერდერი” გასავარდნად განწირულ “ინგოლშტადტს” ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. პოკერი(!) გაიფორმა მაქს კრუსემ, რომელიც “ვერდერის” პირველი ფეხბურთელია 1986 წლის მერე, ვინც ერთ მატჩში თავი ოთხჯერ გამოიჩინა. მოკლედ, ახლა გერმანიაში ყველა ბრემენელთა დიდებულ ასპარეზობას საუბრობს და დარჩენილ ოთხ ტურშიც თუ შეინარჩუნებს ტემპს, სახელოვანი გერმანული გუნდი ევროსარბიელს დაუბრუნდება.

მესამე ადგილი დაიბრუნა დორტმუნდის “ბორუსიამ” – ტომას ტუხელის გუნდს მძიმე გასვლითი თამაში ჰქონდა “გლადბახთან”, მაგრამ ბოლოსკენ რაფაელ გუერეიროს გოლით 3 ქულა მაინც გამოგლიჯა მოსახელე მეტოქეს ხელიდან. “ვერდერისა” არ იყოს, ევროპა ლიგის საგზურთან ერთ ნაბიჯშია ბერლინის “ჰერტა” და “კიოლნი” – ორივე მათგანმა საშინაო მატჩებში მოიგეს და ორივემ მინიმალური სხვაბით.

აი, “დარმშტადტი” კი, გავარდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიჯრით მეორე თამაში მოიგო. ამჯერად, სტუმრად “ჰამბურგთან”. ისე, ტორსტენ ფრინგსის გუნდი გონს ცოტა ადრე რომ მოსულიყო, იქნებ ურემი არც გადაბრუნებულიყო...

“ბაიერნი” – “მაინცი” 2:2 (1:2) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; რაფინია, ჰუმელსი, ალაბა (კიმიხი 17), ბერნატი; ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (ჩაბი ალონსო 65); რობენი, მიულერი, რიბერი (კომანი 46); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“მაინცი” (4-2-3-1): ჰუტი; დონატი, ბელი, ჰაკი, ბროსინსკი (ბალოგუნი 52); ფრეი, ლატცა; ოზტუნალი, ბოიანი (ონისივო 68), ქუაისონი (სილვა 78); მუტო

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 0:1 ბოიანი (3), 1:1 რობენი (16), 1:2 ბროსინსკი (40, პენ), 2:2 ტიაგო ალკანტარა (73)

გაფრთხილება: რაფინია (43) – ონისივო (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 14:2 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ფრანკ ვილენბორგი

“აინტრახტი” – “აუგსბურგი” 3:1 (0:1)

ფრანკფურტი, “კომერც ბანკ არენა”

მაყურებელი: 50 000

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჩანდლერი, აბრაჰამი, ორდონეზი (ტავატა 46), ოცზპიკა; მასკარელი, გაჩინოვიჩი; ფაბიანი, ბარკოკი (ტარაშაი 46), რებიჩი; ჰრგოტა (სეფეროვიჩი 73)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი (რიდერი 75), დანსო, ჰინტერეგერი, მაქსი; გუველეევი (ლეიტნერი 81), ბაიერი; შმიდი, ალტინტოპი, უსამი (შმიდტი 57); დონგ ვონი

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

გოლები: 0:1 გუველეევი (9), 1:1 ფაბიანი (78), 2:1 ფაბიანი (87), 3:1 რებიჩი (90)

გაფრთხილება: რებიჩი (55), აბრაჰამი (88) – ჰიტცი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (7) – 10 (4) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

“ჰამბურგი” – “დარმშტადტი” 1:2 (0:0) VIDEO

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

მაყურებელი: 56 132

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მატეინია; დიკმაიერი (იატა 57), პაპადოპულოსი, მავრაი, სანტოსი; საკაი, იუნგი; ჰანტი, ჰოლტბი, კოსტიჩი (გრეგორიტში 70); ვუდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ესერი; სირიგუ, ბანგარდი, სულუ, ჰოლანდი; კამავუკა (როზენტალი 70), ალტინტოპი; ჰელერი, გონდორფი, ვრანჩიჩი (სამი 80); პლატე (შიპლოკი 63)

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

გოლები: 0:1 სულუ (51), 0:2 პლატე (53), 1:2 ჰოლანდი (90, ა.გ)

გაფრთხილება: კოსტიჩი (13), ჰანტი (57), მავრაი (81) – კამავუკა (57), ბანგარდი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 9 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: საშა შტეგერმანი

“ჰერტა” – “ვოლფსბურგი” 1:0 (0:0) VIDEO

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 42 521

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; სკიელბერგი, ალანი; ეშვეინი (ჰარაგუჩი 90), დარიდა, კალუ (მიტელშტადტი 75); იბიშევიჩი (ტორუნარიგა 86)

მწვრთნელი: პალ დარდაი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ბლაშჩიკოვსკი, კნოხე (ვოლშეიდი 89), ლუის გუსტავო, გერჰარდტი; ბაზური, გილავოჯი; ვიეირინია (მაიორალი 74), არნოლდი (დიდავი 65), მალი; გომესი

მწვრთნელი: ანდრიას იონკერი

გოლი: 1:0 იბიშევიჩი (59)

გაფრთხილება: ალანი (81), სკიელბერგი (89), ეშვეინი (90) – არნოლდი (39), გილავოჯი (53), ლუის გუსტავო (73), მაიორალი (75), გერჰარდტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 10 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“ინგოლშტადტი” – “ვერდერი” 2:4 (1:1)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 15 200

“ინგოლშტადტი” (4-2-3-1): ჰანსენი; ჰადერგიონაი, როგერი, ტისერანდი, ლეცკიე; კოენი, მორალესი, კრისტიანსენი (ჰინტერსერი 75); გროსი, კიტელი; ლეზჩანო (ლექსი 85)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

“ვერდერი” (3-5-2): ვიედვალდი; ველიკოვიჩი (გნაბრი 89), სანე, მოისანდერი; გებრე სელასიე, გრილიტში (პიზარო 67), ეგეშტეინი, კაინცი (ბარგფრედე 89), ბაუერი; კრუსე, ბარტლესი

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

გოლები: 1:0 ლეზჩანო (32), 1:1 კრუსე (45, პენ), 2:1 გროსი (62, პენ), 2:2 კრუსე (81), 2:3 კრუსე (87), 2:4 კრუსე (90)

გაფრთხილება: ტისერანდი (45), კრისტიანსენი (70), გროსი (78) – მოისანდერი (50), სანე (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 9 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: მარკუს შმიდტი

“გლადბახი” – “დორტმუნდი” 2:3 (1:1) VIDEO

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 54 014

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი (კორბი 81), კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი; ტრაორე (ჰერმანი 71), სტრობლი, დაუდი (ბენესი 64), ჰოფმანი; ჰანი, სტინდლი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

“დორტმუნდი” (3-4-3): ბურკი; გინტერი, ბენდერი, შმელცერი; დურმი, კასტრო, შაჰინი (მერინო 22), გუერეირო; დემბელე (მორი 87), როისი (ობამეიანგი 57), პულიშიჩი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 როისი (10, პენ), 1:1 სტინდლი (43), 2:1 შმელცერი (48), 2:2 ობამეიანგი (60), 2:3 გუერეირო (87)

გაფრთხილება: დაუდი (9), ელვედი (71) – კასტრო (55), მერინო (79), ბურკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 12 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 8:2

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 27 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 26, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 23.

თეგებიბუნდესლიგა
კიოლნი   2 - 0    მაინცი

შემადგენლობა

მოვლენები

აინტრახტი   2 - 2    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

დორტმუნდი   4 - 3    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   0 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    ვოლფსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლევერკუზენი

შემადგენლობა

მოვლენები

ინგოლშტადტი   1 - 1    შალკე

შემადგენლობა

მოვლენები

გლადბახი   2 - 2    დარმშტადტი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   4 - 1    ფრაიბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.270428