კალათბურთი

15:13 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში პოლი და ჯორჯი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი და აღმოსავლეთში “ინდიანას” ლიდერი პოლ ჯორჯი აღიარეს.

“ინდიანამ” ხუთი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. ჯორჯი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 32.8 ქულას, 8.2 მოხსნას და 4.5 პასს აკეთებდა.

“კლიპერსმა” ხუთივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. პოლი საშუალოდ ერთ მატჩში 21.2 ქულას, 9.8 პასს და 5 მოხსნას აგროვებდა.

0.113548