ფეხბურთი

23:43 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: "ლაიპციგი" ლიგაზეა, "ბაიერნი" ჩემპიონობასთან ახლოს

გერმანიის ბუნდესლიგის XXIX ტურმა ცხდაჰყო, რომ მომავალ სეზონში “ლაიპციგი” უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს – როგორც მინიმუმ პლეი-ოფში. თუმცა, რალფ ჰასენჰუტლის გუნდი ისეთ იშტაზეა მთელი სეზონი, სამეულს მიღმა დაქვეითება აღარ კი, განიხილება. ამჯერად “რედ ბულმა” საკუთარ მოედნაზე “ფრაიბურგი” მიიღო და მარტივად სძლია – 4:0. შეგახსენებთ, რომ “ლაიპციგი” ჯერ ერთი ათეული წლის ისტორიას ითვლის და ბუნდესლიგაში საერთოდ, პირველად ასპარეზობს. შესაბამისად, ასეთი მიღწევა კიდევ უფრო დასაფასებელია. აქვე აღვნიშნოთ, რომ “ლაიპციგმა” სრულიად დაიმსახურა ასეთი წარმატება და მეტიც, ერთი ხანობა ვერცხლის სინისთვისაც გააფთრებით იბრძოდა.

ახლა იგივეს ვეღარ ვიტყვით, რადგან მიუნხენის “ბაიერნი” წინ 8 ქულითაა გაჭრილი. მართალია, დღეს “რეკორდმაისტერმა” ლევერკუზენში ვერ მოიგო და ნულოვან ფრეს დასჯერდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხუთ ტურში დღეისთვის მოცემულ უპირატესობას არ გაფლანგავს.

ჩემპიონთა ლიგის საზგურთან ძალზე ახლოს არიან “დორტმუნდი” და “ჰოფენჰაიმი” – XXIX ტურში ორივე გაიმარჯვეს. ერთმა “აინტრახტს” მოუგო (3:1), მეორემ “გლადბახს” უხვგოლიან შეხვედრაში – 5:3.

“აუგსბურგი” – “კიოლნი” 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ჰინტერეგერი (5), 2:0 ვერჰაეგი (23, პენ), 2:1 მაქსი (65, ა.გ)

“დორტმუნდი” – “აინტრახტი” 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 როისი (2), 1:1 ფაბიანი (29), 2:1 სოკრატისი (34), 3:1 ობამეიანგი (86)

“ჰოფენჰაიმი” – “გლადბახი” 5:3 (2:2)

გოლები: 1:0 სჟალაი (9), 2:0 სჟალაი (24), 2:1 ვესტერგაარდი (31), 2:2 სტინდლი (35), 3:2 დემირბაი (58), 4:2 უტი (75), 4:3 დაუდი (78), 5:3 დემირბაი (89)

“მაინცი” – “ჰერტა” 1:0 (1:0)

გოლი: ბრუკსი (45, ა.გ)

“ლაიპციგი” – “ფრაიბურგი” 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 პოულსენი (36), 2:0 ვერნერი (42), 3:0 კეიტა (51), 4:0 დემე (90)

“ვოლფსბურგი” – “ინგოლშტადტი” 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 სუტნერი (45, ა.გ), 2:0 მალი (68), 3:0 გომესი (80)

“ლევერკუზენი” – “ბაიერნი” 0:0 (0:0)

თეგებიბუნდესლიგა
0.176665