ფეხბურთი

18:53 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მერანი" და "სიონი" წინ მიიწევენ

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის ტურის დარჩენილი ორი მატჩიც. მარტვილის "მერანმა" გასვლაზე 3:1 სძლია "ვიტ ჯორჯიას" და 13 ქულით ლიდერობს. საქართველოს თასის ფინალისტმა "მერანმა" მეორე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი: გამოცდილმა რევაზ გეწაძემ და სერგეი ტრეტიაკმა გაიტანეს. მანამდე კი შოთა დავლაშელიძემ გახსნა ანგარიში და მერანელთაგან ვაჟა ლომაშვილმა გაათანაბრა.

კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა"სიონმა" კი 2:0 აჯობა კახა გოგიჩაიშვილის "მეშახტეს". "ძველმა გვარდიამ" გაიტანა გოლები: ჯაბა დვალმა და ალექსანდრე კოშკაძემ. ბოლნისელებმა ხუთ ტურში ოთხჯერ მოიგეს და ერთხელ დამარცხდნენ: სწორედ ლიდერ "მერანთან" წააგეს წინა ტურში 0:1.

აი, "ვიტ ჯორჯია" კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა, არადა, მანამდე ექვსი შესაძლებლიდან ექვსი ქულა აიღო.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - მერანი (მარტვილი) 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 დავლაშელიძე (24), 1:1 ლომაშვილი (31), 1:2 გეწაძე (71), 1:3 ტრეტიაკი (90+4)

სიონი (ბოლნისი) - მეშახტე (ტყიბული) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დვალი (19), 2:0 კოშკაძე (59)

შეგახსენებთ გუშინდელი მატჩების შედეგებს:

სამგურალი - ზუგდიდი 4:1

გურია - გაგრა 0:1

რუსთავი - ცხინვალი 4:1

1. მერანი 5 4 1 0 12 2 +10 13
2. სიონი 5 4 0 1 7 2 +5 12
3. გაგრა 5 3 1 1 6 2 +4 10
4. სამგურალი 5 3 0 2 9 7 +2 9
5. რუსთავი 5 2 1 2 10 8 +2 7
6. ვიტ ჯორჯია 5 2 0 3 7 8 -1 6
7. გურია 5 2 0 3 6 8 -2 6
8. მეშახტე 5 1 1 3 4 11 -7 4
9. ცხინვალი 5 1 1 3 6 11 -5 4
10. ზუგდიდი 5 0 1 4 4 12 -8 1
0.120899