ფეხბურთი

16:13 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი პსჟ-დან წასვლას არ გამორიცხავს

საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი არ გამორიცხავს, რომ კლუბი ზაფხულში დატოვოს. მისი განცხადებით, პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან საუბარს აპირებს.

“პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ ოთხი წელი მაკავშირებს და პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდის ხელმძღვანელობასთან უნდა დავილაპარაკო ჩემი კარიერის შესახებ”, - უთხრა ვერატიმ FourFourTwo-ს.

შეგახსენებთ, მარკო ვერატი “პარი სენ ჟერმენში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ იტალიელი საფრანგეთში ბოლო სეზონს ატარებს. ყველაზე ხშირად მის სახელს “იუვენტუსს”, “ბარსელონასა” და “ინტერს” უკავშირებენ.

0.116051