ფეხბურთი

22:24 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა - ინტრიგის გარეშე (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო და კერძოდ, რვა ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო ინტრიგა არ არსებობს, მეტიც, მკვდარია.

“ბაიერნი” მდევარს უკვე 13 ქულით უსწრებს და ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ესეც რომ არ იყოს, “რეკორდმაისტერი” ისეთ გასაოცარ ფორმაშია, რომ მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებს. მიუნხენური გიგანტის მორიგი მსხვერპლი “აუგსბურგი” გახდა, რომელიც მისდა საუბედუროდ “ალიანც არენას” მაშინ ესტუმრა, როცა დაბეჩავებულ ფორმაშია და მეორე ბუდნესლიგისკენ მიექანება. “ბაიერნმა” სტუმარი გუნდი 6:0 გააცამტვერა. დუბლით გამოირჩა ტომას მიულერი, რომელმაც დღეს უფრო მეტი გოლი შეაგდო, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 22 ბუნდესლიგურ შეხვედრაში. გერმანელს არც რობერტ ლევანდოვსკი ჩამორჩა, მეტიც უკეთ გაისარჯა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ერთი ბურთი ტიაგო ალკანტარამ შეაგდო. მოკლედ, ახლა “ბაიერნს” შეუძლია მთელი კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე მიმართოს, სადაც მადრიდის “რეალთან” თამაშები ელოდება. აი, “აუგსბურგი” კი, საპლეი-აუთო ზონაში ჩამოქვეითდა, არადა, მანუელ ბაუმის გუნდს ერთი ხანობა საამისო არაფერი ეტყობოდა.

როგორც იქნა მოუგებელი სერია დაასრულა “ლაიპციგმა” – “რედ ბულმა” საკუთარ მოედანზე ღრმა აუტსაიდერი “დარმშტადტი” მიიღო და წაფორხილების უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. შეცდომა ლაპიციგელებმა არც დაუშვეს და მეტოქეს ძალზე ადვილად აჯობეს – 4:0. ანგარიში ნაბი კეიტამ გახსნა და მანვე დააფიქსირა საბოლოო შედეგი. თითო ემილ ფორსბერგმა და ვილი ორბანმა გაიტანეს. არგენტინელმა მცველმა მიმდინარე სეზონში მესამე ბურთი მიითვალა და ყველა ერთნაირ სტილში: კუთხურიდან და ფორსბერგის პასით. “ლაიპციგმა” კონკურენტ “დორტმუნდს” 5 ქულით გაუსწრო და მეორე ადგილზე კვლავ დამაჯერებლად იმყოფება.

აი, “დორტმუნდი” კი, რურის დერბში “შალკეს” ესტუმრა და შინ სამი ქულით დაბრუნება ვერ მოახერხა. “ველტინს არენაზე” უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მეორე ტაიმის სტარტზევე გახსნა და ტომას ტუხელის გუნდი შეეცადა ამ ანგარიშის შენარჩუნებას, მაგრამ მატჩის ბოლოს “ხუმარებმაც” იძალეს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ პრინციპული მატჩი არ დათმეს. სამაგიეროდ, “ბორუსიამ” დათმო მესამე ადგილი. “ყვითლები” გარდა იმისა, რომ “ლაიპციგს” ჩამორჩნენ უკვე 5 ქულით, “ჰოფენჰაიმსაც” მისცეს წინ გაჭრის უფლება, რომელმაც თავის მხრივ, პარასკევს ბერლინში “ჰერტას” აჯობა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჩემპიონის გარდა, ბუნდესლიგაში პირველი ოთხეულის წარმომადგენლებიც გამოიკვეთნენ და შესაბამისად, ტურიდან ტურამდე ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც კვდება ინტრიგა.

აგერ, მაგალითისთვის, ერთ დროს ოთხეულში შესვლაზე პრეტენზიის განმცხადებელმა “კიოლნმა” მოახერხა და აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფ “ჰამბურგთან” წააგო გასვლაზე. მატჩი “ვოლკპარკშტადიონზე” ფრედ სრულდებოდა, მაგრამ ზედ ბოლო წუთზე ლუის ჰოლტბმა გამარჯვება და თან ძალიან მნიშვნელოვანი “შპორტვერაინს” მოუტანა. “ჰამბურგმა” სამშვიდობო ზონაში შეძლო გადასვლა.

ერთი პერიოდი “ვერდერი” გავარდნის რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ ალექსანდრ ნურის შეგირდები ბოლო ტურებში ჩინებულად თამაშობენ და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა – “მუსიკოსები” ამჟამად მეთერთმეტე ადგილამდე აღზევდნენ. “ვერდერმა” დღეს გასვლაზე “ფრაიბურგი” დაიბეჩავა და 5:2 გაანადგურა.

ტურის კიდევ ერთი მატჩი ფრანკფურტში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი "აინტრახტი" ბევრს ეცადა და იმსახურებდა კიდეც გამაჯრვებას, მაგრამ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ვერაფერი მოუხერხა და საბოლოდ, ნულოვან ფრეს დასჯერდა. შესაბამისად, ნიკო კოვაჩის გუნდმა მოუგებელი სერია ისევ ვერ შეწყვიტა და ყველაფერი მომდევნო ტურისთვის გადადო.

“ბაიერნი” – “აუგსბურგი” 6:0 (2:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი”: (4-2-3-1): ულრიხი; ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი (რაფინია 73), ბერნატი; კიმიხი, ტიაგო ალკანტარა (რენატუ სანჩესი 66); კომანი (რობენი 62), მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“აუგსბურგი: (3-2-3-2): ჰიტცი; დანსო, კაჩარი, იანკერი; მორავეკი (ტეიგლი 46), კორი; ვერჰაეგი (შმიდი 80), რიდერი, მაქსი; ბობადილია (ალტინტოპი 46), დონგ ვონი

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), მიულერი (36), 3:0 ლევანდოვსკი (55), 4:0 ტაიგო ალკანტარა (62), 5:0 ლევანდოვსკი (79), 6:0 მიულერი (81)

გაფრთხილება: კორი (12), იანკერი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 6 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: კრისტიან დინგერტი

“ფრაიბურგი” – “ვერდერი” 2:5 (0:2)

ფრაიბურგი, “შვარცვალდ არენა”

მაყურებელი: 24 000

“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი; იგნიოვსკი (კუბლერი 46), გულდე, კემპფი, გუნტერი; ფილიპი, აბრაში (შუსტერი 46), ფრანტცი, გრიფო; ჰაბერერი, ნიდერლეჩნერი (პეტერსენი 46)

მწვრთნელი: კრისტიან შტრეიხი

“ვერდერი” (3-5-2): ვიედვალდი; ველიკოვიჩი, კალდიროლა, მოისანდერი; გებრე სელასიე, გრილიტში (პიზარო 89), დელანი, ეგერშტაინი, ბაუერი (გარსია 40); ბარტლესი (კაინცი 76), კრუსე

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

გოლები: 0:1 კრუსე (21), 0:2 დელანი (45), 0:3 დელანი (47), 1:3 პეტერსენი (64), 1:4 ბარტლესი (71), 2:4 გრიფო (77), 2:5 დელანი (85)

გაფრთხილება: კემპფი (27), შუსტერი (81) – კალდიროლა (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

“ჰამბურგი” – “კიოლნი” 2:1 (1:1)

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

მაყურებელი: 57 000

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, პაპადოპულოსი, მავრაი, სანტოსი; იუნგი (ეკდალი 46), უოლასი (საკაი 70); მიულერი (გრეგორიტში 53), ჰოლტბი, კოსტიჩი; ვუდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; ოლკოვსკი, მაროჰი (ჰეინტცი 46), სუბოტიჩი, ჰექტორი; კლემენსი (გუირასი 76), ჰოგერი, ჯოჯიჩი, რაუში; ცოლერი, მოდესტე

მწვრთნელი: პეტერ სტოგერი

გოლები: 1:0 მიულერი (13), 1:1 ჯოჯიჩი (25), 2:1 ჰოლტბი (90)

გაფრთხილება: ჰოლტბი (60), უოლასი (67) – ცოლერი (34), ჯოჯიჩი (37), გუირასი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 7 (1) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანიელ შიბერტი

“ლაიპციგი” – “დარმშტადტი” 4:0 (1:0) VIDEO

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 39 394

“ლაიპციგი” (4-3-3): კოლტორტი; ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი; კეიტა, ისლანკერი, დემე; ბურკი, ზაბიცერი, ფორსბერგი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ფერნანდესი; ფედეცკი (კამავუაკა 22), ბანგარდი, სულუ, ჰოლანდი (სტეიჰოფერი 76); ალტინტოპი, ვრანჩიჩი; სირიგუ, სამი, ჰელერი (გუვარა 66); შიპლოკი

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

გოლები: 1:0 კეიტა (12), 2:0 ფორსბერგი (67), 3:0 ორბანი (79), 4:0 კეიტა (80)

გაფრთხილება: ბურკი (42) – შიპლოკი (57), სირიგუ (62, 72), კამავუაკა (83)

გაძევება: სირიგუ (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (10) – 11 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“შალკე” – “დორტმუნდი” 1:1 (0:0) VIDEO

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 62 271

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კოკე (შოპფი 70), ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კეჰრერი; გორეცკა, სტამბული (მეიერი 70); კალიჯური, ბენტალები, ჩუპო-მოტინგი; ბურგსტალერი (ჰუნტელაარი 85)

მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი

“დორმტუნდი” (3-4-2-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა; პასლაკი (გუერეირო 73), ვეიგლი, კასტრო, შმელცერი (მორი 79); კაგავა (პულიშიჩი 87), დემბელე; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 ობამეიანგი (53), 1:1 კეჰრერი (77)

გაფრთხილება: ბენტალები (90) – ობამეიანგი (54), სოკრატისი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

“აინტრახტი” – “გლადბახი” 0:0 (0:0)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 51 500

“აინტრახტი” (5-4-1): ჰრადეცკი; ჩენდლერი, აბრაჰამი, ვალეხო, ოცზიპკა, ტავატა (ჰექტორი 76); ფაბიანი, მასკარელი, გაჩინოვიჩი (ბარკოკი 90), რებიჩი (სეფეროვიჩი 68); ჰრგოტა

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; იანტშკე (ელვედი 46), კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი; აზარი (ჰანი 82), დაუდი, სტრობლი, ჰოფმანი (ჰერმანი 68); სტინდლი, რაფაელი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გაფრთხილება: ვალეხო (21), მასკარელი (43), ჩანლდერი (84), ჰრგოტა (89) – სტრობლი (56, 85), სიპელი (77), ვენდტი (78)

გაძევება: სტრობლი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) - 5 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 9:0 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 24 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 24, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 22, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) - 14

თეგებიბუნდესლიგა
0.112586