იაპონელი ჩოგბურთელი, 46 წლის კიმიკო დატე-კრუმი კორტს აპრილში დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.
აპრილში დატე-კრუმი ამხანაგურ მატჩს ნაო ჰიბინიოსთან გამართავს, მაისში კი გიფუს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
კიმიკო დატემ ბოლოს 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, მას შემდეგ ჩოგბურთელმა მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა.







