ფეხბურთი

12:29 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პარტიზანს” სასჯელი მოუხსნეს

სერბული საფეხბურთო კლუბი “პარტიზანი” ევროტურნირებში მონაწილეობას წელსვე შეძლებს, თუკი ეროვნულ ჩემპიონატში მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით ევროსაგზურს მოიპოვებს.

უეფას მიერ მიმდინარე წლის იანვარში დაწესებული სასჯელი, რომლის თანახმად ბელგრადელებს ევროტურნირებში მონაწილეობა სამი წლით აეკრძალათ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა.

როგორც ცნობილია, “პარტიზანის” დასჯის მიზეზი კლუბის მიერ დაგროვილი ვალები გახდა. უეფას განაჩენის შემდეგ “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ ვალების დაფარვის პირობა დადო და საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, რომელმაც დაადინა, რომ კლუბმა ნამდვილად გაატარა ყველა შესაძლო ღონისძიება. აგვარად, აკრძალვაც მოიხსნა.

სერბეთის სუპერლიგაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 ტურში მოპოვებული 64 ქულით “პარტიზანი” მეორე ადგილზეა, ლიდერ “ცრვენა ზვეზდას” ექვსი ქულით ჩამორჩება და ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

ბელგრადის “პარტიზანი”, “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად, ყველაზე წარმატებული სერბული კლუბია და ევროპა ლიგასა და თუ ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად თამაშობს.

0.116341