ფეხბურთი

17:12 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩი შუკერს: "პიაცა ამიტომაც გამოგვაკლდა..."

ხორვატიის ნაკრების შემტევმა ივან პერიშიჩმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, სახელგანთქმულ დავორ შუკერს, მიმართა - მცირე საფეხბურთო რესურსის მქონე ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებს ნუღარ დანიშნავთო. ხორვატიამ ესტონეთში 0:3 წააგო და თანაც, მარკო პიაცა გამოაკლდა ექვსი თვით.

"ესტონეთში ისეთი მინდორი დაგვახვედრეს, რომელიც პროფესიონალურ დონეს არ შეესაბამება. მეტიც, იქ თამაში არ შეიძლება. ამის გამო დაშავდა პიაცა და გამოგვაკლდა ამდენი ხნით. დავორ შუკერს მივმართავ, რომ ასეთი ამხანაგური მატჩების დაგეგმვისგან თავი შეიკავოს, თორემ სხვა ფეხბურთელებიც გამოგვაკლდებიან. არანაირი აზრი არ აქვს ასეთი მწირი საფეხბურთო რესურსების მქონე ნაკრებებთან თამაშს" - განაცხადა პერიშიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126208