ფეხბურთი

21:08 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: “ბედნიერი ვიქნები დაბრუნებით, თუმცა ეს ადვილი არაა”

მილანის ლეგენდარულმა მცველმა პაოლო მალდინიმ Planet Futbol-თან ინტერვიუში “მილანში” დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად დიდი სიყვარულისა და დაბრუნების სურვილისა, კლუბის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა.

“მილანი” ყოველთვის ჩემს გულშია. მამაჩემი იყო კაპიტანი, მეც ამ ფერების სიყვარულში გავიზარდე. ბედნიერი ვიქნები დაბრუნებით, თუმცა ეს არ იქნება ადვილი. წარსულში მე ამაში პრობლემა დავინახე. კლუბში მუშაობა დიდ მხარდაჭერას მოითხოვს და ამ მხრივ სიტუაცია არ მომწონს. ვნახოთ რა მოხდება მომავალში,” – თქვა პაოლო მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი მცველი “როსონერის” რიგებში 1985-2009 წლებში თამაშობდა და 647 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი.

0.114335