ფეხბურთი

20:28 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაული "ბარსელონაში" მუშაობას არ გამორიცხავს

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო არ გამორიცხავს, რომ მომავალში კატალონიის „ბარსელონაში“ დასაქმდეს. მადრიდის „რეალის“ ექსკაპიტანმა ამის შესახებ გამოცემა Sport-ს უთხრა.

„მინდა ყველაფერი ეტაპობრივად მოხდეს. მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, „რეალში“ დაბრუნებაა, მაგრამ არ გამოვრიცხავ „ბარსელონასაც“ - ვერავინ იტყვის, რა მოხდება მომავალში და ვერც გამორიცხავს. მე „რეალში“ 17 წელი გავატარე და ჩემს მადრიდისტობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს, მაგრამ საფეხბურთო ანალიზი სხვა რამ გახლავთ: ბოლო წლებში „ბარსელონაში“ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე კეთდება და ეს სამართლიანად უნდა აღინიშნოს“, - თქვა რაულმა.

შეგახსენებთ, რაული „რეალის“ მთავარი გუნდის ღირსებას 1994-2010 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ პრიმერადივიზიონის ეგიდით 550 მატჩში 228 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111999