ფეხბურთი

1:03 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა: "ხუთი წუთი შოკში ვიყავი"

საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთთან 1:3 დამარცხდა - ვლადიმირ ვაისის გუნდი მეხუთე წუთზე ნიკა კაჭარავამ დააწინაურა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. თამაშის შემდეგ ნიკა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ქართველი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩემი აზრით, დაგვაკლდა გამოცდილება. ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც მაქსიმუმ ხუთი თამაში მოუწიათ ერთად ეროვნულ ნაკრებში. იმედია, ეს გამოცდილება მოვა და მერე შედეგიც გამოსწორდება. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, პირველ ტაიმი მაღალი დონის იყო. მართალია, მეორე ნახევარში ასე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა, შედეგის გარდა.

არ ვიცი, რატომ მოხდა, რომ პირველ და მეორე ტაიმებს შორის ასეთი განსხვავება იყო. ალბათ, ისევ გამოცდილების ნაკლებობის გამო.

რა თქმა უნდა, ნაკრებში პირველი გოლი სასიამოვნო იყო. პირველი ხუთი წუთი შოკში ვიყავი, არ ვიცოდი რა ხდებოდა მოედანზე, მაგრამ მერე ისევ ვიპოვე ჩემი თამაში“, - განაცხადა ნიკა კაჭარავამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108701