ფეხბურთი

13:00 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ ურუგვაი დაჯაბნა, მესიმ არგენტინა სამეულში შეიყვანა (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ სამხეთ ამერიკულ ზონაში ბრაზილიის ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაელებს მწარე მარცხი აგემა და ლიდერობა გაიმყარა, არგენტინის ნაკრებმა კი ჩილესთან გამარჯვებით მეხუთედან მესამე ადგილზე აინაცვლა.

მონტევიდეოში გამართულ შეხვედრაში მასპინძლები მე-9 წუთზე ედინსონ კავანის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ბრაზილიელთაგან პასუხად საკუთარ კარში 4 გოლი მიიღეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ - 1:4. ბრაზილიის ნაკრებში პაულინიო ჰეთ-თრიქით გამოირჩა, ერთი გოლი კი ნეიმარმა მიითვალა. შედეგად, შესარჩევში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ ბრაზილიელებსა და ურუგვაელებს შორის ქულათა სხვაობა უკვე შვიდამდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც ლიონელ მესის მიერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანილი ერთადერთი გოლით საკუთარ მოედანზე ჩილეს აჯობა და მეტოქე მეექვსე ადგილამდე ჩამოაქვეითა, თავად კი მის წინ მყოფ ურუგვაის მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ასევე მინიმალური ანგარიშით იმარჯვა კოლუმბიამ. ბილივიასთან დაპირისპირებაში მასპინძლებს სამი ქულა ხამეს როდრიგესმა მოუტანა, რომელმაც მართალია პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა იქვე დამატებაზე ივარგა. კოლუმბიელები მუნდიალის საგზურის მომტან მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.

მე-13 ტური

კოლუმბია - ბოლივია 1:0 VIDEO

ურუგვაი - ბრაზილია 1:4 VIDEO

პარაგვაი - ეკვადორი 2:1 VIDEO

არგენტინა - ჩილე 1:0 VIDEO

ვენესუელა - პერუ 2:2 VIDEO

1.

ბრაზილია

13

9

3

1

32:10

30

2.

ურუგვაი

13

7

2

4

25:15

23

3.

არგენტინა

13

6

4

3

15:12

22

4.

კოლუმბია

13

6

3

4

16:15

21

5.

ეკვადორი

13

6

2

5

23:18

20

6.

ჩილე

13

6

2

5

21:18

20

7.

პარაგვაი

13

5

3

5

13:18

18

8.

პერუ

13

4

3

6

20:22

15

9.

ბოლივია

13

2

1

10

10:32

7

10.

ვენესუელა

13

1

3

9

16:31

6

მომდევნო ტურის მატჩები

28 მარტი

ბოლივია - არგენტინა

29 მარტი

ეკვადორი - კოლუმბია

ჩილე - ვენესუელა

ბრაზილია - პარაგვაი

პერუ - ურუგვაი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117962