კალათბურთი

10:46 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი - ესპანური ლიგის ტურის MVP სეზონში მეორედ (+VIDEO)

მიმდინარე სეზონში მეორედ, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, ესპანურ ლიგაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები უხვად თამაშობენ, მხოლოდ ქართველმა კალათურთლმა მოახერხა, ტურის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გამხდარიყო.

გასულ, 25-ე ტურში შერმადინმა ესპანურ ლიგაში ქულებში საკუთარი რეკორდი გაიმეორა. „სარაგოსასთან“ 100:92 მოგებულ შეხვედრაში გიორგიმ 19 ცდიდან 18 სროლა ჩააგდო და 27 ქულას 9 მოხსნაც მოაყოლა. შედეგად, მისი სარგებლიანობის ინდექსი 41-ს გაუტოლდა და ტურის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ეს საუკეთესო შედეგი გახლდათ.

შერმადინი დამსახურებულად აღიარეს ტურის საუკეთესო მოთამაშედ, რაც, როგორც გითხარით, მიმდინარე სეზონში მეორედ, მის კარიერაში კი მესამედ მოხდა. გიორგი შერმადინს კომენტარი ჩამოართა ესპანური ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა acb.com-მა:

“ძალიან გახარებული ვარ. მინდა, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს მალდობა გადავუხადო. მათ გარეშე ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევდი. შაბათს ჩინებული მატჩი ჩავატარეთ და ეს, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. უდავოა, რომ ახლა ერთერთი საუკეთესო პერიოდი მიდგას. თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, ყველა მატჩში მაქსიმუმი გავიღო.მომავალ კვირას “ბარსელონას“ ვსტუმრობთ და ეს, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ახლა, მე-8 ადგილზე ვიმყოფებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საპლეიფო ზონაში დავრჩეთ. სეზონის MVP-ს ტიტული? ვერაფერს გეტყვით. ჩემი საქმე კალათბურთის თამაშია, შეფასება კი სხვებმა უნდა გააკეთონ. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პატივი მერგოს. დამაჯერებელ თამაშში ქომაგებიც ძალიან მეხმარებიან. როგორც გასულ ტურში, ასევე წინა საშინაო შეხვედრებში ისინი შეუდარებელნი იყვნენ”.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128537