ფეხბურთი

19:28 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაკლარენი "დერბიდან" მეორედ გაუშვეს

ინგლისურმა "დერბი ქაუნთიმ" ბოლო ორ წელიწადში მეორედ გაათავისუფლა სტივ მაკლარენი. ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "დერბი ქაუნთიდან" ჯერ 2015 წელს გაუშვეს, ხოლო მეორე ჯერზე მხოლოდ ხუთი თვე ამუშავეს: შარშან ოქტომბერში დანიშნეს და უკვე გაათავისუფლეს.

მაკლარენის გაშვების მიზეზი შედეგების გაუარესებაა: "დერბი" ინგლისის ჩემპიონშიფში მეათე ადგილზეა.

მაკლარენის კარიერაში შავ ლაქად ითვლება ინგლისის ნაკრებთან მუშაობა: მის ხელში ინგლსელებმა ევრო-2008-ის შესარჩევი ჩააგდეს, ხორვატიასა და რუსეთს ჩამორჩნენ და ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ.

0.101052