ფეხბურთი

18:21 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ლა ლიგაში თავით თამაშშიც საუკეთესოა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის ჩემპიონატში თავით გატანილი გოლების მხრივაც საუკეთესოა. 32 წლის პორტუგალიელმა “რეალისა” და “ბეტისის” თამაშში 45-ე წუთზე შეძლო თავური დარტყმით გატანა და ეს მისთვის ლა ლიგაში აღნიშნულ სტილში გატანილი 46-ე გოლი გამოდგა, რაც ესპანეთის მთავარი ლიგაში საუკეთესო შედეგია მოქმედ ფეხბურთელებს შორის.

რონალდუმ ბილბაოს “ატლეტიკის” ვეტერან ფორვარდ არიც ადურისს აჯობა, რომელსაც ამჟამად თავით 45 გოლი აქვს გატანილი.

0.131535