ფეხბურთი

15:20 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ – „მანჩესტერი“, დღეს მხოლოდ Setanta-ზე!

დღეს ღამით, 23:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარს ნამდვილი ზეიმი ელის. ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეხვდებიან. პირდაპირი რეპორტაჟი ექსკლუზიურად Setanta Sports Plus-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართ ერთმატჩიან დაპირისპირებას დიმა ობოლაძე გაუძღვება. არ გამოტოვოთ ეს საღამო და აუცილებლად ჩაუჯექით ფეხბურთს Setanta Sports Plus-ზე.

გარდა დღევანდელი მატჩისა, მომდევნო უიქენდზე SetantaGeorgia არა ერთი საინტერესო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ - „ტორინო“ – „ინტერი“, „სამპდორია“ – „იუვენტუსი“, „პსჟ“ – „ლიონი“, „მილანი“ – „ჯენოა“, „ემპოლი“ – „ნაპოლი“, „გლადბახი“ – „ბაიერნი“. ასე რომ, მომავალი შაბათი-კვირა შეგიძლიათ საფეხბურთოდ დაგეგმოთ საუკეთესო ქართველ კომენტატორებთან ერთად!

სად შეიძლება სეტანტას ქართულ ენაზე ყურება?

  • მაგთის IP ტელევიზია;
  • მაგთისატი;
  • გლობალ TV;
  • მე-7 არხი;

®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112404