ფეხბურთი

18:30 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგის" თავკაცი: "ვოლფსბურგთან" ქულას არ ვიმსახურებდით"

"ლაიპციგის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰიუტლმა "ვოლფსბურგთან" წაგებულ (0:1) ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა და ლიდერობა ვერ დაამტკიცა.

"ფორმიდან ამოვარდნილები ვიყავით. მეორეადგილოსნის კვალობაზე შანსები უნდა გამოგვეყენებინა. ცუდი მატჩი ჩავატარეთ და საერთო ჯამში განვლილ შეხვედრაში "ლაიპციგი" ქულას არ იმსახურებდა." - ციტირებს ავსტრიელი სპეციალისტის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

მიუხედავად წაგებისა, "ლაიპციგს" გაუმართლა და უახლოესმა მდევარმა "დორტმუნდმა" ასევე მარცხი განიცადა "ჰერტასთან". შესაბამისად ჰაზენჰიუტლის გუნდი "ბორუსიას" კვლავ 6 ქულით უსწრებს, თუმცა ლიდერ "ბაიერნს" უკვე 10 ქულით ჩამორჩება.

თეგებილაიპციგი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111784