ფეხბურთი

19:45 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ასოციაციის თასის ნახევარფინალშია (+VIDEO)

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში "მიდლსბრო" სტუმრად 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. განვლილ შეხვედრაში "ქალაქელები" მე-3 წუთზე დავიდ სილვამ დააწინაურა, ხოლო 67-ე წუთზე სერხიო აგუერომ ლეროი სანეს გადაცემით გაიტანა.

დღეს კიდევ ერთი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ლონდონის "არსენალი" რანგით მეხუთე ლიგის გუნდ "ლინკოლნ სიტის" შეხვდება. 12 მარტს "ტოტენჰემი" "მილუოლის" დაუპირისპირდება, ხოლო 13 მარტს "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გაარკვევს ურთიერთობას.

სტატისტიკა
0.247718