ფეხბურთი

10:55 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბელოტის გრანდების რიგი დაუდგა - "სიტიმ" 100 მილიონი გაამზადა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ტორინოს” თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი შესაძლოა ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” გადავიდეს. Daily Mirror-ის ინფორმაციით, “ქალაქელები” 23 წლის ფორვარდში ასტრონომიული თანხის, 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

წყაროს ცნობით, “სიტის” ძალიან მოსწონს “ტორინოს” ბომბარდირი და სწორედ ამიტომაც მზადაა, იტალიური გუნდისა და ფეხბურთელის ნებისმიერი სურვილი დააკმაყოფილოს.

გარდა “სიტისა”, ბელოტით დაინტერესებულნი “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “რეალი”, პსჟ და “ბაიერნიც” არიან.

მიმდინარე სეზონს ანდრეა ბელოტი მართლაც დიდებულად ატარებს: 24 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი და სერია A–ს ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. იტალიის ნაკრებში კი, 5 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11469