ფეხბურთი

15:50 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

მიუხედავად იმისა, რომ მარკო ვერატიმ თქვა “პარი სენ ჟერმენის” დატოვებას არ ვაპირებო, იტალიური პრესის ვარაუდით შესაძლოა ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდეს. მათი ვარაუდით “იუვენტუსი” და “ინტერი” სწორეთ ის გუნდები არიან, რომელთა რიგებშიც შეიძლება პსჟ-ს ნახევარმცველი ვიხილოთ.

“ბარსელონასთან” 6:1 მარცხის შემდეგ ვერატიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გულშემატკივრების რცხვენია.

“ძალიან მრცხვენია იმის, რაც გუშინ მოხდა. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს. საერთოდ კამპ ნოუზე თამაში ძალიან ძნელია, თუმცა ასეთ შედეგს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. კოშმარული საღამო იყო”, - განაცხადა ვერატიმ.

0.148596