ფეხბურთი

10:15 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მატჩი იყო”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის “ბარსელონა” პსჟ-ს (6:1) დასრულების შემდეგ კატალონიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბრაზილიელმა ნეიმარმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო შეხვედრა იყო.

“ჩვენ გუნდურად ვითამაშეთ, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ვიცოდით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნებოდა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, როგორც ერთი დიდი მთლიანობა და ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ვართ. ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო შეხვედრა იყო. პარიზში 0:4-ს წაგების შემდეგ რთული და წარმოუდგენელიც ჩანდა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ”- განაცხადა ნეიმარმა.

“ბარსელონამ” პსჟ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

0.117832