ფეხბურთი

23:12 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცეს ამბავი - განკურნებადია, მაგრამ დრო სჭირდება

გერმანელ შემტევ მარიო გიოტცეს დღეს დაუსვეს სრული დიაგნოზი: კუნთების ქრონიკული ტრავმა. Bild-ის ცნობით, ეს განკურნებადია, მაგრამ დრო სჭირდება. რა დრო, ეს უკვე უცნობია.

დაავადებას ჰქვია მიოპათია, ანუ ნელა პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია. სწორედ აქედან მოდიოდა ის ფაქტი, რომ გიოტცე მალე იღლებოდა. ზოგადად, ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა და ხდება კუნთების ატროფია ნერვული დაზიანებების გარეშე.

2014 წლის მუნდიალის ფინალის გმირს 29 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111709