ფეხბურთი

19:15 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ტიაგო სილვა არის, ფაბინიო - არა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, მარტის თვეში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის, გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო.

გამოცდილმა სპეციალისტმა “სელესაოში” ხანგრძლივი პაუზის მერე დააბრუნა “პარი სენ ჟერმენის” კაპიტანი ტიაგო სილვა. სამაგიეროდ, სიაში ისევ არ არიან ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველი ალექს სანდრო და “მონაკოს” საყრდენი ფაბინიო.

ბრაზილიის ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა კი, შემდეგნაირია:

მეკარეები: ალისონი (“რომა”, იტალია), ვევერტონი (“ატლეტიკო პარარაენსე”), ედესრონი (“ბენფიკა”, პორტუგალია)

მცველები: ჟილი (“შანდონგი”, ჩინეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), დანი ალვეში (“იუვენტუსი”, იტალია), ფაგნერი (“კორინთიანსი”), ფილიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი)

ნახევარმცველები: კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), დიეგო (“ფლამენგო”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ჟულიანო (“ზენიტი”, რუსეთი), პაულინიო (“გუანჯოუ”, ჩინეთი), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ინგლისი), რენატუ აუგუსტო (“ბეიჯინგი”, ჩინეთი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: დიეგო სოუზა (“სპორტი”), დუგლას კოშტა (“ბაიერნი”, გერმანია), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი), ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი)

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 23 მარტს, მონტევიდეოში, ურუგვაის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 28 მარტს სან პაულუში, პარაგვაის უმასპინძლებს.

0.114965