ჭადრაკი

14:40 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ყულაბას ხუთი პუნქტი შემატა

მოსკოვში(რუსეთი) დასრულდა აეროფლოტის დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც სხვებთან ერთად სამი ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა, მერი არაბიძე და ნინო ხომერიკი მონაწილეობდნენ.

მოჭადრაკეები სიძლიერის მიხედვით A B და C ჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი. A ჯგუფის მონაწილე ჯობავამ 9 შესაძლებლობიდან, შვიდ მოჭადრაკესთან ერთად 6.0 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლით მე-5 ადგილი დაიკავა. ამ შედეგისათვის ჯობავამ თავის რეიტინგს 5 პუნქტი შემატა და ახლა 2709 აქვს. 7.0 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ვლადიმერ ფედოსეევს ერგო.

B ჯგუში ითამაშეს არაბიძემ და ხომერიკმა. 5.0 ქულით არაბიძე 54-ე, ხოლო ხომერიკი 3.5 ქულით 87-ე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127764