ფეხბურთი

21:33 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ ბირჰოფი თამაშგარის გაუქმების მომხრეა

ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი და ამჟამად გერმანიის ნაკრებში მომუშავე ოლივერ ბირჰოფი ფეხბურთში წესების ცვლილებების მომხრეა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონის განცხადებით, კარგი იქნება თუ თამაშგარის წესი გაუქმდება.

“რატო არ უნდა იყოს თამაშგარის გარეშე თამაში უფრო მიმზიდველი? – ეს უფრო სანახაობრივს გახდის ფეხბურთის შეტევის ფაზაში. გარდა ამისა, არც ტაიმ-აუტების შემოღება იქნება ურიგო, თუ იგი დიდი ხანი არ გასტანს. ეს მწვრთნელებისთვის უფრო კომფორტული უნდა იყოს”, - განაცხადა ბირჰოფმა.

შეგახსენებთ, ფეხბურთში წესების ცვლილებაზე ცოტა ხნის წინ მარკო ვან ბასტენმა ჩამოაგდო სიტყვა და მაშინ, ჰოლანდიელმა რამდენიმე ახალი წესის დანერგვის შესახებ ისაუბრა - (რ)ევოლუცია ფეხბურთში - რა უნდათ ფიფას და მარკო ვან ბასტენს?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112279