ფეხბურთი

10:55 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2016/17: მეორე წრე ბათუმში აიღებს სტარტს

28 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე წრე ბათუმში გასამართი შეხვედრებით აიღებს სტარტს. X ტურის შეხვედრებს ბათუმის სპორტული ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი უმასპინძლებს.

სათამაშო დღე, დინამო ბათუმისა და სტუ-თელასის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. მასპინძლები, წინა ტურში განცდილი დასანანი მარცხის მიუხედავად, ამ ტურის წინ კვლავ ინარჩუნებენ ადგილს ზედა ოთხეულში და იმისათვის, რომ პოზიციების დათმობის საფრთხის წინაშე არ დადგნენ, ამ შეხვედრაში მინიმუმ დადებითი შედეგი ესაჭიროებათ. რაც შეეხება „ენერგეტიკოსებს“ ისინი ტრადიციულად ფავორიტის რანგში წარსდგებიან ბათუმელი გულშემატკივრის წინაშე და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება „თელასის“ გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა 16:00 სთ-ზე დაიწყება.

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი მეორე შეხვედრაში, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მფკ აგორას უმასპინძლებს. გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით და მიზნებით ხვდებიან ამ დაპირისპირებას. „ბათუმელსტუდენტებს“ პლეოფში მოსახვედრი მინიმალური შანსის შესანარჩუნებლად თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგი ესაჭიროებათ, სტუმრები კი ღირსეული მესამე ადგილის და საპლეიოფო ზონაში პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებენ. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ამ გუნდების თბილისური დაპირისირება, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

28.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. Xტური

16:00 მფკ დინამო (თბ) - სტუ-თელასი

18:00 მფკ ბსუ-მფკ აგორა

X ტურის კიდევ სამი შეხვედრა, 3 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გათამაშების ლიდერი, მფკ ტატიშვილი თბილისი ვარიორსს დაუპირისპირდება, იბსუ აფხაზეთთან ითამაშებს, ხოლო ტურს, მფკ მგლებისა და მფკ თბილისის დაპირისპირება დაასრულებს.

03.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. Xტური

16:00 მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი ვარიორსი

18:00 მფკ იბსუ - მფკ აფხაზეთი

20:00 მფკ მგლები - მფკ თბილისი

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალიმარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” დ ასპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

Loading...
0.122061