ფეხბურთი

10:50 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიკე აღშფოთდა - ერთიდაიგივე გუნდები: შეცდომები "ბარსას" წინააღმდეგ და შეცდომები "რეალის" სასარგებლოდ...

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ესპანელი მსაჯების წინააღმდეგ საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოვიდა. პიკემ საკუთარი ტვიტერის გვერდზე ავტორიტეტული ესპანური გამოცემების, AS-ისა და MARCA-ს ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც არბიტრების საეჭვო გადაწყვეტილებებს ასახავენ.

კერძოდ, “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩებს “მალაგასა” და “ვილიარეალის” წინააღმდეგ. მაგალითად, “მალაგასთან” 19 ნოემბერს (0:0) “ბარსას” გოლი გაუუქმეს, რომელიც წესების დაცვით გავიდა პირინელი ჟურნალისტების აზრით, ხოლო “რეალს” იმავე გუნდთან პირიქით, წესების დარღვევით გოლი ჩაუთვალეს (2:1).

“ვილიარეალთან” მატჩებისას კი, საქმე პენალტებს ეხება და კერძოდ, “ყვითელი სუმბარინას” კაპიტან ბრუნო სორიანოს – “ბლაუგრანასთან” მან საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა (1:1), ხოლო “სამეფო გუნდთან” არ უთამაშია ხელით, თუმცა თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და “რეალმა” მოიგო (3:2).

საერთოდაც, მიმდინარე სეზონში მსაჯების მხრიდან “ბარსელონას” დაჩაგვრის შესახებ არაერთი წერილი გამოქვეყნებულა. მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა სევილიის “ბეტისთან” იყო, როდესაც არბიტრებმა კატალონელთა მხრიდან გატანილი გოლი უბრალოდ ვერ შეამჩნიეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12258