ქართველი ლეგიონერები

21:59 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ხოჭოლავასა და ძალამიძის გუნდებმა მოიგეს

უკრაინაში ოდესის "ჩერნომორეცმა" შინ 1:0 სძლია აუტსაიდერ ლვოვის "კარპატის". გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. "ჩერნომორეცი:" მეექვსე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლას გეგმავს.

მაკედონიაში ლიდერმა "ვარდარმა" შინ 3:1 მოუგო "შკენდიას", თუმცა ჯაბა ჯიღაურს არ უთამაშია. ჯიღაური განაცხადში იყო. "ვარდარმა", ფაქტობრივად, საჩემპიონო მატჩში იმარჯვა. "შკენდია" მეორე ადგილზეა და მათ შორის სხვაობა ოთხი ქულა იყო, ახლა კი შვიდი გახდა.

პოლონეთში ნიკა ძალამიძის "ლეჩნამ" შინ 1:0 სძლია "პიასტს" და ბოლოსწინა ადგილზეა. ძალამიძე სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. სწორედ ნიკას შემცვლელმა გაიტანა ბოლო წუთზე.

დანიაში დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" "ოლბორგთან" გასვლაზე 0:3 წააგო და მეცხრე ადგილზეა. სხირტლაძემ 90 წუთი ითამაშა.

0.111794