ფეხბურთი

22:50 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოელ ლე გრეტის განცხადებით, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აქვს, "მამლების" რიგებში ფეხბურთელის დაბრუნების შანსი კი დიდიე დეშამის ხელთაა.

29 წლის ბენზემა ნაკრებში მატიე ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობის ბრალდების გამო ნაკრებში არ გამოიძახეს და ამის გამო ქარიმმა ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა.

"მისი გამოძახება შესაძლებელია, იგი დასჯილი არაა. თუ დიდიე დეშამს სურს ბენზემას საქმეში ხილვა, არაა პრობლემა, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. სპორტული თვალსაზრისით ქარიმს დიდ პატივს ვცემ. ბენზემა მადრიდის "რეალის" სასტარტო ფეხბურთელია და ეს მის კლასზე მეტყველებს." - განაცხადა ნოელმა.

0.112023