ფეხბურთი

15:00 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყენია: "ალბათ, ორ თვეში ვივარჯიშებ"

ლევან ყენიამ რომ გერმანიაში ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა, ამაზე უკვე ვწერდით. დავინტერესდით, თუ როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. ქართველ ნახევარმცველს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ყვლაფერი გეგმაზომიერად მიდის და ალბათ, ორ თვეში დაიწყებს ვარჯიშს.

ყენიამ ბოლოს გასული წლის აგვისტოში ითამაშა, ევროპის ლიგის თამაშის წინ ("ანდერლეხტი"-"სლავია") დაშავდა. პრაღის "სლავიას" თავკაც იაროსლავ შიჰლავის პრესკონფერენციაზე ლევანის შესახებაც ჰკითხეს: დარჩება თუ არა ქართველი ფეხბურთელი კლუბში მომდევნო სეზონშიც.

"ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ვშიშობ, ყენიას გამოჯანმრთელების პროცესი დროში გაიწელება. ლევანი ბევრგან იყო შემოწმებაზე, საბოლოოდ კი, ექიმებმა ოპერაციის გაკეთება ურჩიეს. ვნახოთ, რამდენად მალე ჩადგება მწყობრში".

0.117049