ფეხბურთი

11:22 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ჩემპიონის ბოლო შანსი ღირსების დასაცავად

“სევილიასა” და “ლესტერს” უნიკალური შანსი აქვთ თავისი ისტორია გადაწერონ – ინგლისის ჩემპიონს შეუძლია ისტორიაში პირველად გავიდეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. იგივე შეიძლება ითქვას, “სევილიაზეც”, რომელსაც ბოლოს აღნიშნულ ეტაპზე ნახევარი საუკუნის წინ, 1957-1958 წლების სეზონში უთამაშია.

აღნიშნულ ფაქტორზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხორხე სამპაოლიმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს უნიკალური შანსია – გუნდები დღევანდელ მატჩს სრულიად განსხვავებულ სიტუაციასა და ფორმაში ხვდებიან.

“სევილია” ლა ლიგაში დიდებულად თამაშობს და ერთ-ერთი ლიდერია და გამართულ, სანხაობრივ ფეხბურთსაც აჩვენებს. აი, ინგლისის მოქმედი ჩემპიონის საქმე კი, სავალალოდაა – “მელიები” გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯში არიან და არავინ იცის გადაურჩებიან თუ არა, გავარდნას. აღსანიშნავია, რომ კლაუდიო რანიერის გუნდმა ბოლო რვა მატჩიდან ექვსში მარცხი განიცადა.

გარდა ამისა, იტალიელ მწვრთნელს საკადრო პრობლემებიც არ აკლია: ვაგუე ვერ ითამაშებს, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშაა სლიმანისა და ულოას თამაშიც.

ხორხე სამპაოლისაც აქვს იგივე პრობლემები: გაბრიელ მერკადო, ტრემოლინასი და ნიკო პარეხა ვერ ითამაშებენ.

ხორხე სამპაოლი (“სევილიას” მთავარი მწვრთნელი): “მიმაჩნია, რომ უნიკალური შანსი გვაქვს მოვხვდეთ მსოფლიოს რვა საუკეთესო გუნდს შორის. ვიცი, რომ “ლესტერს” შიდა ჩემპიონატში პრობლემები აქვს, მაგრამ ამაზე კონცენტრირება კარგს არაფერს მოგვიტანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდმა ჯგუფური ეტაპი დიდებულად ჩაატარა და ავტორიტეტიც მოიპოვა”.

კლაუდიო რანიერი (“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი): “შარშანდელი სეზონი ჩვენთვის საოცარი იყო, თუმცა წელს ასე არაა. მიუხედავად ამისა, მზად ვართ ბრძოლისთვის და ბოლომდე თამაშისთვის.

ხორხე (სამპაოლი) არის უდიდესი პროფესიონალი თავის სტაფთან ერთად. “სევილიას” დიდებული სეზონი აქვს – მან უნაი ემერი შეცვალა და მისი სტილი დახვეწა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და მე მხოლოდ კომპლიმენტები შემიძლია ვთქვა სამპაოლის გაწეული სამუშაოს გამო”.

სავარაუდო შემადგენლობები:

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

22 თებერვალი, 23:45 საათი

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; მარიანო, რამი, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, იბორა; ვიტოლო, ნასრი, იოვეტიჩი; ბენ იადერი

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი ფუხსი; დრინკუოთერი, მაჰრეზი, ნდიდი, გრეი; ოკაზაკი, ვარდი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

“ლესტერ სიტი” მერვედფინალაში პირველი ადგილით გავიდა, მაგრამ ევროპულ ასპარეზზე “სევილია” გაცილებით გამოცდილია. “სევილიელმა დალაქებმა” თავიანთ ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს ტურინის “იუვენტუსის” შემდეგ.

ურთიერთშეხვედრები

“სევილია” და “ლესტერი” აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

ფაქტები, სტატისტიკა

“სევილია”

“სევილიას” შანსი აქვს ევროპის მთავარ ტურნირზე მეოთხედფინალში პირველად გასვლას ეცდება 1957-1958 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ, ანდალუზიელებმა “რეალთან” წააგეს (0:8, 2:2).

“სევილია” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან აქამდე ორჯერ გავარდნა – 2008 წელს, “ფენერბაჰჩესთან” პენალტების სერიაში წააგო და 2010 წელს მოსკოვის ცსკასთან ორი მატჩის ჯამში – 2:3.

2016 წელს ევროტურნირებზე “სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” შვიდი თამაში ჩაატარა და ხუთი მოიგო. მათ შორის მიმდინარე სეზონში “ლიონთან” (1:0), ზაგრების “დინამოსთან” (4:0). ორი შეხვედრა კი, წააგო. ერთ-ერთი ჯგუფურ ეტაპზე “იუვენტუსთან” – 1:3.

“სევილიას” საკუთარ მოედანზე ინგლისურ გუნდებთან ერთადერთხელ წაუგია. 2015-2016 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტისთან” (1:3).

ევროტურნირების საპლეი-ოფო სტადიაზე თამაში კი, ნისლიან ალბიონის წარმომადგენლებთან ერთხელ მოუწია – 2006-2007 წლების უეფას თასის მეოთხედფინალში ლონდონის “ტოტენჰემს” აჯობა (2:1, 2:2).

“სევილიამ” 2006 წელს უეფას თასის ფინალში ინგლისური “მიდლსბრო” დაამარცხა 4:3, ხოლო შარშან ევროპა ლიგის ფინალში “ლივერპულს” აჯობა – 3:1.

“ლესტერ სიტი”

“ლესტერი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დებიუტანტია.

“ლესტერს” პირველ-ორ გასვლით მატჩში გოლი არ გაუშვია ჩემპიონთა ლიგაზე – “ბრიუგესთან” 3:0 და “კოპენჰაგენთან” 0:0. თუმცა, მესამე თამაში “პორტუსთან” 0:5 წააგო. იმ დროისთვის, “მელიებს” პლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.

ინგლისის მოქმედ ჩემპიონს ევროსარბიელზე ოთხჯერ მოუწია პლეი-ოფში თამაში და მომდევნო ეტაპზე ერთადერთხელ გავიდა. 1961-1962 წლების სეზონში “გლენავონი” ორი მატჩის ჯამში 7:2 გაანადგურა.

დანარჩენ სამ შემთხვევაში კი, ტურნირს დაემშვიდობა. მათ შორის, ორჯერ ესპანურ გუნდებს ვერ აჯობა. 1961-1962 წლების სეზონში “ატლეტიკოსთან” წააგო (1:1, 0:2) და 1997-1998 წლების სეზონში უეფას თასის პირველ ეტაპზე – ამჯერადაც “როხიბლანკოსთან”.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ესპანეთში “ვალენსიასა” (1997-1998, 2004-2005) და “ატლეტიკოს” (1999-2000) წვრთნიდა. “სევილიასთან” კი, ორჯერ აქვს წაგებული “ატლეტიკოსთან” ერთად 1:2 და “ვალენსიასთან” ერთად 1:2.

ბოლოს ევროტურნირების საპლეი-ოფო სტადიაზე რანიერის ესპანურ გუნდთან დაპირისპირება 1998 წელს მოუწია და “ესპანიოლი” ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა.

იმავე რანიერის 1992-1993 წლების სეზონში “ნაპოლის” თავკაცის რანგში “ვალენსია” ჰყავს დამარცხებული (5:1, 1:0), ხოლო 1997 წელს თასების თასის ნახევარფინალში “ფიორენტინასთან” ერთად “ბარსელონასთან” დამარცხდა (1:1, 0:2).

სტივენ ნ’ზონზის “ლესტერთან” სამჯერ უთამაშია: 2 მოგება, 1 წაგება.

სამირ ნასრის “სიტის” შემადგენლობაში “ლესტერთან” ორიდან ორი თამაში აქვს მოგებული.

ხიხონის “სპორტინგის” რიგებში ლუის ერნანდესი “სევილიას” წინააღმდეგ გააძევეს 2015 წლის დეკემბერში. შარშან აპრილში, კი, “დალაქებთან” 2:1 იმარჯვა.

ლეონარდო ულოას “სევილიას” წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია “ალმერიაში” ასპარეზობის დროს. სტუმრად 3:1 მოიგო, ხოლო შინ 0:1 წააგო.

სტევან იოვეტიჩს კასპერ შმეიხელისთვის გოლი აქვს გატანილი 2015 წელს მონტენეგროსა და დანიის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში. 2009-2010 წლების სეზონში კი, “ლივერპულთან” დუბლი შეასრულა (2:0).

იმავე იოვეტიჩს “ლესტერის” წინააღმდეგ არასდროს უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

კრისტიან ფუხსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანურ გუნდს, “რეალს” გაუტანა 2015 წელს (4:3). თუმცა, მომდევნო ეტაპზე მადრიდელები გავიდნენ (ორი მატჩის ჯამში 5:4).

ერთად უთამაშიათ

პაბლო სარაბისა და ლუის ერნანდესს (“რეალის” ახალგაზრდულ გუნდში).

სტივენ ნ’ზონზი და რობერტ ჰუტი (“სტოკ სიტიში”).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

მიშელ კრონ-დელი და კასპერ შმეიხელი (დანიის ნაკრებში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111364