ფეხბურთი

0:43 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" საბა ლობჟანიძე მთავარი გუნდიდან მოკვეთა

თბილისის "დინამომ" მთავარი გუნდიდან საბა ლობჟანიძე მოკვეთა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. საბა თურქულ შეკრებას ტოვებს და ვარჯიშს ახალგაზრდულ გუნდში, ვლადიმერ კაკაშვილის ხემძღვანელობით გააგრძელებს.

თუ რა გახდა ლობჟანიძის შეკრებიდან მოულოდნელი დაბრუნების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამ თემაზე "დინამო" სეზონისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთებს განცხადებას.

თუმცა, როგორც WORLDSPORT.GE-სთვის გახდა ცნობილი, ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი კონტრაქტია - საქმე ისაა, რომ ლობჟანიძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს ეწურება, ხოლო გუნდმა მას გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შესაბამისად, წარმოქმინილი უთანხმოების საფუძველზე ფეხბურთელს დუბლებში გარჯა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115651