ფეხბურთი

15:55 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” 6 წლის შემდეგ შედეგი გააუმჯობესა

მას შემდეგ რაც მილანის “ინტერში” სტეფანო პიოლი მოვიდა, მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა. “ბოლონიასთან” (0:1) გამარჯვების მერე “ნერაძურის” 25-ე ტურში - 48 ქულა დაუგროვდა, რაც ბოლო 6 სეზონის რეკორდია. მიუხედავად იმისა, რომ პიოლის გუნდს “ნაპოლისთან” 6 ქულიანი ჩამორჩენა აქვს და ამჟამად მე-4 ადგილზეა განთავსებული.

ბოლოს ყველაზე კარგი შედეგი ჟოზე მოურინიოს ქონდა 2009-2010 წლების სეზონში, 55 ქულა. მას შემდეგ კი გუნდმა სერია A-ში ქულების მიხედვით დაღმასვლა დაიწყო.

მოურინიოს “ინტერიდან” წასვლის შემდგომ, 25-ე ტურისთვის ქულათა რაოდენობა შემდეგნაირი გახლდათ: 2010-2011 წლებში – 47 ქულა, 2011-2012 – 36, 2012-2013 – 43, 2013-2014 – 40, 2014-2015 – 35 და გასულ სეზონში 45.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110741