ფეხბურთი

13:50 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” დემბელეში 35 მილიონს იხდის 

მიუნხენის “ბაიერნი” მზადაა “სელტიკის” 20 წლის ფრანგ შემტევში მუსა დემბელეში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

იანვრის თვეში დემბელეს გადაბირება “ჩელსის” და “ვესტ ჰემს” სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

შოტლანდიური კლუბი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ასახელებს.

მიმდინარე სეზონში დემბელემ 41 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

0.127639